მიხაილ ფრიდმანის ბიზნესინტერესები საქართველოში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 9 დეკემბერი 2022

ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს “ბორჯომის” სავარაუდო თანამფლობელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი. „ბორჯომ“ ამ დრომდე საჯაროდ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია იმის თაობაზე, კვლავ ფლობს თუ არა წილს კომპანიაში მიხაილ ფრიდმანი.

 

3 დეკემბერს ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებული რუსი მულტიმილიონერი, მიხაილ ფრიდმანი საქართველოში „ბილაინის“ (იგივე „ვიონი საქართველო“) თანამფლობელი იყო, რომელიც 2022 წლის ივნისში ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა. გარდა ამისა, ფრიდმანის დაარსებულმა „ალფა ჯგუფმა“  2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახისგან 300 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა „ბორჯომი“, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 60%-ის მფლობელი გახდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ბორჯომის” ოფიციალური სახელწოდებაა: შპს “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, რომლის დამფუძნებელია “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”, რეგისტრირებული ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე. აღნიშნული კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული, რაც ართულებს მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენას.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, მიზეზად კი საერთაშორისო სანქციები დაასახელა. „ბორჯომის“ გაჩერებამ დასაქმებულთა პროტესტი გამოიწვია, რასაც მალევე მოჰყვა 13 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია “ბორჯომის” აქციების ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდა სახელმწიფო.

 

მოგვიანებით გავრცელებული IDS BORJOMI International-ის განცხადებით გაირკვა, რომ  კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი (ფრიდმანი) საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, 7.73%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ, როგორ განაწილდებოდა დარჩენილი წილები. თუმცა კომპანიის განმარტებით, შეთანხმების შედეგად:

 

- ფრიდმანს აღარ ექნებოდა IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.

 

- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდებოდა.

 

- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნებოდა.

 

2022 წლის დეკემბერში, კომპანია „ბორჯომმა“ შეკითხვაზე, როგორ ექნებოდა ქართულ მხარეს მაკონტროლებელი ფუნქცია არასაკმარისი წილების არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა კომპანიის ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის გამო, ვერ ხერხდება საბოლოო მფლობელებს შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

 

შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როგორ ასრულებს ხელისუფლება დაპირებას, „ბორჯომის“ ოპერირებაში პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე და უცნობია ისიც, რა გავლენა ექნება, ბრიტანეთში მიხაილ ფრიდმანზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უშუალოდ კომპანია „ბორჯომის“ საქმიანობაზე.

 

დამატებით, საქართველოში რუსული ბიზნესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ის დეტალური კვლევა - „რუსული კაპიტალი საქართველოში“.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024