ფულადი გზავნილები საქართველოში
საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო, ემიგრანტების მიერ სამშობლოში გამოგზავნილი თანხებია. ქართველების ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაშია წარმოდგენილი, შესაბამისად ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთზე მოდის. 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების წილი საერთო გადმორიცხვებში ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იკლებს და 2017 წელს 33%-მდე-შემცირდა.