დევნილთა სტატუსის ჩამორთმევის და შეწყვეტის სტატისტიკა
იძულებით გადაადგილებულ პირებზე IDFI-ის კვლევამ აჩვენა, რომ: საქართველოში სულ რეგისტრირებულია 277,403 დევნილი; 2014-2017 წლებში დევნილის სტატუსი ჯამში 1,232 ადამიანს ჩამოერთვა. ყველაზე მეტს სტატუსი 2015 წელს ჩამოერთვა - 625; 2014-2017 წლებში ჯამში ლტოლვილის სტატუსი 26,752 ადამიანს შეუწყდა. ეს უმეტესწილად 2014 წელს სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობამ განაპირობა; მომდევნო წლებში 5,567 პირმა აღიდგინა სტატუსი.