IDFI-მ კვლევის „რუსული კაპიტალი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 28 ნოემბერი 2022

2022 წლის 28 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით, კვლევის „რუსული კაპიტალი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა და კვლევის ძირითადი მიგნებები წარადგინა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესი ხშირად უკავშირდება სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორებისა და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ბიზნეს კომპანიებს შორის კავშირების გამოძიება. მით უმეტეს, რომ კრემლი უკვე დიდი ხანია ახორციელებს საკუთარ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში კორუფციისა და ფულის დინების ინსტრუმენტალიზებას. განზრახ მიმდინარეობს კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, რათა დაასუსტონ და გამოიწვიონ დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაცია.

 

IDFI-ის კვლევის მიზანი იყო დეტალურად შეესწავლა რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული საქართველოში მოქმედი კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი.  

 

კვლევის პრეზენტაციის მოდერატორმა, Zinc Network-ის წარმომადგენელმა, სოფო გელავამ აღნიშნა, რომ IDFI-ის 2015 წელსაც აქვს ჩატარებული აღნიშნული კვლევა, რის შემდეგაც საჭირო და მნიშვნელოვანი იყო ახალი მიგნებების ძიება იმავე მიმართულებებით, რათა 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელებულიყო მონიტორინგი რუსული კაპიტალისა და გავლენების ქართულ ბიზნესში არსებობის კუთხით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ყურადღება გაამახვილა კვლევის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და ამ ფონზე, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომისა და თანმდევი სანქციების პირობებში, რუსული გავლენების პოზიციონირებაზე ქართულ ბიზნესში.

 

პრეზენტაციის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა, მარიამ გოგიაშვილმა ისაუბრა კვლევის ძირითად მიგნებებზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ 2022 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი გახდა. კერძოდ, ივნისში, საქართველოში რუსეთიდან შემოსულია საწვავის საერთო რაოდენობის 33%, რაც, დაახლოებით, 198 ათასი ტონაა და მაისის თვის მონაცემებს 5%-ით აღემატება. საქართველოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება კვლავ შენარჩუნებულია და რუსეთი ამ მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

 

გაეცანით კვლევას სრულად აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023