გიორგი კლდიაშვილი მიმართავს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება მის წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე

სიახლეები | განცხადებები 19 თებერვალი 2015

2014 წლის 14 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს მის წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიცირების საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უკანონოდ მოხდა გიორგი კლდიაშვილის დაკავება და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შელახვა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი კლდიაშვილისათვის თავისუფლების შეზღუდვა იყო უკანონო. ამასთან 2015 წლის 15 იანვრის წინასასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია დაუშვებლად და ქმედებაში სისხლის სამართლის ნიშნების არარსებობის გამო, შეწყვიტა წარმოება, რაც პროკურატურის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი და შევიდა ძალაში.


გიორგი კლდიაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მასზე ხორციელდებოდა უკანონო თვათვალი, მიყურადება და მტკიცებულებების უკანონოდ მოპოვება. კლდიაშვილის თქმით,როკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლის, ბატონ რაჟდენ მარგიანის პატაკი და დაკითხვის ოქმი სავარაუდოდ იყო ფალსიფიცირებული. ის შედგენილ იქნა გიორგი კლდიაშვილის დაკავების შემდგომ, ანუ უფრო გვიან, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა. ამას ადასტურებს რეალობასთან იმ ფაქტების შეუსაბამობა, რაც წერია პატაკში და ასევე იმ დროის სხვაობა, რაც არსებობდა დაკავებასა და პატაკის შედგენის მომენტს შორის. გარდა ამისა, პროკურატურის მიერ გიორგი კლდიაშვილისათვის გადაცემული მტკიცებულება, (კერძოდ ბატონ რაჟდენ მარგიანის ხელმოწერით დადასტურებული დაკითხვის ოქმი (თარიღი 01.01.001) იყო შედგენილი განსხვავებული თარიღით, სხვა შრიფტით და არსებობდა შეუსაბამობები ტექსტში. სასამართლომ დაუშვებლად ცნო ბატონ რაჟდენ მარგიანის დაკითხვის ოქმი, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტის შეცვლის/გამოცვლის შესახებ გონივრული ეჭვი ვერ გააბათილა ბრალდების მხარემ.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი კლდიაშვილს აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მის მიმართ არსებობდა პიროვნული ინტერესი კონკრეტული უწყებების თანამშრომლების მხრიდან. მისი დაკავება და უკანონო დაპატიმრება ისახავდა მიზნად მომხდარიყო მისი სახელის საზოგადოებაში დისკრედიტირება. ამასთან ადგილი ჰქონდა გიორგი კლდიაშვილზე ზეწოლას, როდესაც მას ესაუბრებოდნენ საკუთარ საქმიანობაზე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გიორგი კლდიაშვილი მიმართავს პროკურატურას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობით.

 

/public/upload/Statements /Statement-Prosecutors-Office-geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კვლევის პრეზენტაცია- ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი

31.03.2023

ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი

31.03.2023

მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის მიმოხილვა

30.03.2023

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022