ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

პროექტები | დასრულებული პროექტები 2 მარტი 2020

 

                                                                 

 

 

პროექტის დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის  გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD

პროექტის ნომერი: GGI-SUB-037

ბიუჯეტი: 44,025 ლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 02 მარტი, 2020 – 31 აგვისტო, 2020

 

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს ზუგდიდის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 

პროექტის კონკრეტული მიზანია ზუგდიდის მერიის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:

 

1) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე,ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა; 

 

2) შესაბამისი თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტი-კორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.

 

 

პროექტის აქტივობები

 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;

 

- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;

 

- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;

 

-  სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;

 

- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;

 

- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;

 

- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);

 

- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;

 

- ტრენინგ მოდულის შემუშავება;

 

- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება;

 

- საბოლოო შედეგების ჩაბარება.

 

 

დაგეგმილი ღონისძიებები


ბიუჯეტი

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024