პროექტის დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-037
ბიუჯეტი: 44,025 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 02 მარტი, 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს ზუგდიდის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია ზუგდიდის მერიის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე,ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) შესაბამისი თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტი-კორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება;
- საბოლოო შედეგების ჩაბარება.