საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 7 ნოემბერი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“. პროექტის ფარგლებში IDFI აფასებს ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წარმართვის ხარისხს.

 

2021 წლის 18 აპრილს ჩატარდა პროექტის გახსნის ღონისძიება, სადაც პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამომავლო გეგმები და შეფასების მეთოდოლოგია. პროექტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით მომზადდა და გამოქვეყნდა საინფორმაციო ვიდეო.

 

პროექტის ფარგლებში შეფასდება რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები. 2022 წლის 31 იანვარს, ხარისხის შეფასების მექანიზმის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოების ინფორმირების მიზნით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის და ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან.

 

საჯარო-კერძო დიალოგის მნიშვნელობის და პროექტის ფარგლებში შეფასების პირველი ფაზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადდა და გამოქვეყნდა საინფორმაციო ბანერები.

 

2022 წლის 25 მაისს ჩატარდა„ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.“ ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიშის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით მომზადდა და გამოქვეყნდა საინფორმაციო ვიდეო.

 

2022 წლის 21 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმის თაობაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით შეხვედრა გამართა ქუთაისის საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მეორე ფაზაში დაგეგმილი შეფასების შესახებ. ასევე, გაეცნოთ 2021 წლის განხორციელებული შეფასების შედეგები.


ხარისხის შეფასების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო სესიის შემდეგი შეხვედრა გაიმართა, 2022 წლის 22 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს წევრებთან. შეხვედრაზე საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს პროექტის მიზნების და 2021 წელს განხორციელებული შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, თავის მხრივ საკრებულოს წევრებმა, ისაუბრეს საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვის გამოცდილებაზე და შემაფერხებელ ფაქტორებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა ნორმატიული აქტები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.


2022 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გორის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის და USDAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს 2021 წელს განხორციელებული შეფასების შედეგები, გორის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საჯარო განხილვებში კერძო სექტორის ჩართულობის არსებულ გამოცდილებაზე და გამოწვევებზე და განიხილეს შესაფასებელი ნორმატიული აქტები.

 

პროექტის მეორე ფაზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, 2022 წლის 7 ნოემბერს, ბოლო შეხვედრა გაიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე IDFI-ს გუნდის მხრიდან დამსწრე საზოგადოებას გაეცნო 2021 წლის შეფასების შედეგები, ხოლო საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან მოისმინეს რუსთავის მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე და მაღალი ინტერესის მქონე საკითხები და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არაკოორდინირებული ფუნქციონირება აფერხებს საზოგადოების პრობლემების გადაჭრას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024