საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის, ოზურგეთის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 4 თებერვალი 2022

2022 წლის 31 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, გამართა საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან. 

 

პროექტის ფარგლებში, IDFI შეაფასებს მუნიციპალიტეტებში რეგულაციების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრების ცნობიერების ამაღლებას დიალოგის მნიშვნელობასა და ხარისხის შეფასების მექანიზმის თაობაზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკისა და ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ საჯარო-კერძო დიალოგის საუკეთესო პრაქტიკისა და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, საკანონმდებლო აქტების შემუშავებისას. შეხვედრის დასასრულს კი საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის მაღალი ხარისხით წარმართვას. 

 

შეხვედრას უძღვებოდა IDFI-ს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გივი ადეიშვილი და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი  ქალბატონი ნატალია ბერუაშვილი.

 

საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024