IDFI-მ ანგარიში: „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება“ წარადგინა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 25 მაისი 2022

25 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა პრეზენტაცია: „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.“

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა,  USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიკა ოლსონმა.

 

ღონისძიებას მოდერაციას უწევდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და USAID-ის ეკონომიკურიმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი. 

 

„USAID-ის მხარდაჭერით მომზადებული საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სარეფორმო მიმართულებებით შემუშავებულ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში კერძო სექტორთან დიალოგის მონიტორინგი და ანალიზი. საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმები უზრუნველყოფენ პოლიტიკის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, მათი პოზიციების გაჟღერებასდა გათვალისწინებას“- აღნიშნა ნატალია ბერუაშვილმა.

 

„საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის და აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. მთავრობის ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა, არსებული გამოწვევების შეფასების და დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

კვლევის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 18 ნორმატიული აქტი შეისწავლა, აქედან 7 ნორმატიული აქტის მომზადებისას წარმოებული საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხი იყო მაღალი, 10 ნორმატიული აქტი საშუალო ხარისხით, 1 კი - დაბალი ხარისხით შეფასდა.

 

ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებამ „სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“

 

შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ

 

- საჯარო უწყებების უმეტესობა ვებ-გვერდზე აქვეყნებს ნორმატიული აქტების  სამუშაო ვერსიას.

- თითქმის ყველა საჯარო უწყებამ სულ მცირე ერთი საჯარო განხილვა მაინც მოაწყო.

- საჯარო განხილვები რეგიონებში თითქმის არ ჩატარდა.

 

კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საჯარო სექტორის ღიაობა. თუმცა, რიგ შემთხვევაში, უარყოფითად შეფასდა რეკომენდაციების გათვალისწინების ხარისხი.

 

კვლევის შედებების გათვალისწინებით, საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია:

 

- დიალოგის დაწყება პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე.

- რეგულირების გავლენის შეფასების მომზადება.

- ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება

- საჯარო განხილვების მოწყობა რეგიონებში.

- ცნობიერების ამაღლება დიალოგის მნიშვნელობაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „საჯარო-კერძო დიალოგის როლი ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  ეკა სეფაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

 

საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხელს შეუწყობს საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოების ცნობიერების ზრდას დიალოგის მნიშვნელობაზე.

 

გაეცანით კვლევას აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024