საინფორმაციო სესია ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 22 სექტემბერი 2022

2022 წლის 22 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, გამართა საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ, IDFI-ს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ კუკავამ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები პარტიებიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“, ასევე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და 2021 წელს განხორციელებული შეფასების შედეგების თაობაზე. შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო დისკუსიას. საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით, ხაზი გაესვა პლატფორმებს, რომლებსაც საკრებულო იყენებს საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს დიალოგის შემაფერხებელ ფაქტორებზე. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ნორმატიული აქტები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

 

პროექტის ფარგლებში, IDFI შეაფასებს მუნიციპალიტეტებში რეგულაციების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას დიალოგის მნიშვნელობასა და ხარისხის შეფასების მექანიზმის თაობაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024