საინფორმაციო შეხვედრა გორის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 25 ოქტომბერი 2022

25 ოქტომბერს, ქალაქ გორში, IDFI-ს და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საჯარო უწყებებისათვის საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმის გაცნობა და გორის მუნიციპალიტეტში კერძო სექტორის დიალოგში ჩართულობის გამოცდილების და გამოწვევების გაცნობა იყო.  

 

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ანგარიშის „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.” შედეგების გაცნობას. ხოლო, მეორე ნაწილში საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საჯარო განხილვებში კერძო სექტორის  ჩართულობის არსებულ გამოცდილებაზე და მიზეზებზე, რის გამოც დაბალია დიალოგში საზოგადოების ჩართულობის ხარისხი. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნორმატიული აქტები, რომლებიც შესაძლოა შეირჩეს 2022 წლის შეფასებისას. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები პარტიებიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გორი - საქართველოსთვის, ასევე, გორის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს აპარატის წევრები.

 

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024