ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - II ეტაპი

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 თებერვალი 2023

პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - II ეტაპი
დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS)
სრული ბიუჯეტი: 30,887 ევრო
ხანგრძლივობა: I თებერვალი - 30 სექტემბერი, 2023 წელი

 

პროექტისა და აქტივობების მოკლე აღწერა:

 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საქართველომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებები აჩვენებს, რომ ქვეყნის მაჩვენებლები ბენეფიციარი მესაკუთრეობის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობაში დაბალია. ფართოდაა აღიარებული, რომ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კომპანიებისა და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის მონიტორინგისთვის, ასევე, პოტენციური კორუფციული შემთხვევების გამოსავლენად. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო დაწესებულებებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების შემუშავება და შეთავაზება.

 

მეორე მხრივ, IDFI გეგმავს გააფართოვოს ხელისუფლების გასაკონტროლებლად მონაცემების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობები საქართველოს რეგიონებში, სადაც აქტივისტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მოკლებულნი არიან ინფორმაციას და გამოცდილებას, თუ რა მეთოდები და საშუალებები არსებობს მთავრობის საქმიანობის მონიტორინგისთვის.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ღია მონაცემების სტანდარტების (განსაკუთრებით, ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების) ადვოკატირებას, დაინტერესებული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და კომუნიკაციის გზით. გარდა ამისა, საზოგადოების მხრიდან მონაცემების გამოყენების გასაზრდელად, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორებისთვის.

 

პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

აქტივობა I. მოსამზადებელი ეტაპი - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI დაგეგმავს/შეიმუშავებს ყველა ორგანიზაციულ თუ მეთოდოლოგიურ დოკუმენტს/საკითხს, რომელიც პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დროულად და ხარისხიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

აქტივობა 2. ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების სტანდარტების შემუშავება - საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ამ მიმართულების რამდენიმე განვითარებული ქვეყნის გამოცდილების (მაგ.: დიდი ბრიტანეთი, დანია, და ა.შ.) საფუძველზე, IDFI მოამზადებს პოლიტიკურ/ანალიტიკურ დოკუმენტს ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების (გაკეთდება აქცენტი ღია მონაცემების (BOD) სტანდარტზე) შესახებ საქართველოსთვის.

 

აქტივობა 3. ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონაცემების გამჭვირვალობის სტანდარტების ადვოკატორებისთვის სამუშაო შეხვედრა - IDFI ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დაწესებულებების, მედია ორგანიზაციების, აკადემიის, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით საქართველოში ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების შემუშავებისა და მიღების პერსპექტივებზე. IDFI წარმოადგენს პროექტის ფარგლებში შექმნილ ანალიტიკურ დოკუმენტს.

 

აქტივობა 4. რეგიონებში ტრენინგების მომზადება და ჩატარება - სამი ერთდღიანი პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდება ჟურნალისტების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საქმიანობენ თბილისის გარეთ, სამ დიდ ქალაქში.

 

აქტივობა 5. DataLab.Ge-ზე მონაცემთა ბაზების გამოქვეყნება და განახლება - მოქალაქეებისთვის მეტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, IDFI გამოაქვეყნებს და განაახლებს მეტ მონაცემთა ბაზას საკუთარ პორტალზე - DataLab.Ge.

 

აქტივობა 6. კონკურსი ღია მონაცემებზე - ღია მონაცემების გამოყენების წახალისების მიზნით, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული, IDFI გამართავს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს - #Data4Change.

 

პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024