გიორგი კლდიაშვილი ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს მიმართავს

სიახლეები | განცხადებები 10 თებერვალი 2015

გიორგი კლდიაშვილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოპყრობის ფაქტზე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ამ მიზნით ის დღეს (10 თებერვალს) სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმეში მოპასუხეებს საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ.


ქვემოთ მოცემული გარემოებები ხაზგასმით მიუთითებენ იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაირღვა გიორგი კლდიაშვილის უფლებები:

 

 

- კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება გადაეყვანათ გიორგი კლდიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მიუხედავად იმისა, რომ იარაღი მოთავსებული იყო ავტომანქანაში ოთხ ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში და გიორგის გააჩნდა მისი საკუთარ სახელზე რეგისტრაციის საბუთი;

 

- გიორგი კლდიაშვილი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და ხაზგასმით აღნიშნავდა საკუთარ მზადყოფნას ეთანამშრომლა გამოძიებასთან;

 

- სასამართლომ 2014 წლის 14 დეკემბერს გიორგი კლდიაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით;

 

- სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა გიორგის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან მან საკუთარი ნებით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში;

 

– სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ისინი კანონმდებლობის დარღვევით იყო მოპოვებული;

 

– პროკურატურის მიერ მოხდა გიორგის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია და ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

 


ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდინარე, აშკარაა, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავება წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და ის ორი დღის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღნიშნული უფლების დარღვევის გამო მნიშვნელოვანია დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებების შედეგადაც დაირღვა გიორგის კანონიერი უფლებები და თავისუფლებები.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ ხვალ, 11 თებერვალს გიორგი კლდიაშვილი მის წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის გამო გამოძიების დაწყების თაობაზე განცხადების შეტანას გეგმავს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023