სახალხო დამცველი IDFI–ს უფლების დარღვევის ფაქტზე ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 22 დეკემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2014 წლის 27 იანვარს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. განცხადებით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს თანამდებობის პირებსა და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ, აუდიტორული დასკვნების ასლები, მინისტრისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა (სულ 13 მოთხოვნა). სამწუხაროდ ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა მოთხოვნილი სახით, შესაბამისად 2014 წლის 24 თებერვალს ინსტიტუტმა სამინისტროს პასუხი ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. სამინისტროში დაიწყო მოცემულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ არ იქნა მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი. ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი უფლება–მოსილების არაჯეროვანად განხორციელების გამო ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და აცნობა მას, საჯარო ინფორმაციის მიღებაზე ინსტიტუტის უფლების დარღვევის შესახებ. სახალხო დამცველს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოეთხოვა გაეგზავნა წინადადებები ეკონომიკის სამინისტროსთვის კონსტიტუციის 41–ე მუხლით დაცული უფლების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით.

 


განცხადების მიღებისა და შესაბამისი წარმოების ჩატარების შემდეგ სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაცია. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებული იყო განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაეცა სრულყოფილი სახით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოთხოვნილი ფორმით.

 

აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშებისა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, ეკონომიკის სამინისტრომ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე იმ არგუმენტით, რომ „შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნდა უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე“. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაცია ღიაა, გარდა დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმადაც დაუშვებელია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება. შესაბამისად რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ აუდიტორული შემოწმების აქტების გაცემაზე უარის თქმა „მიზანშეუწონლობის“ მოტივით წარმოადგენდა კანონშეუსაბამო ქმედებას.

 


სახალხო დამცველმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი აქტის არმიღების ფაქტთან დაკავშირებითაც. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტროს დამოკიდებულება, კერძოდ განმარტება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი აქტის გამოცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება მის გამოცემაზე უარის თქმად, ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ინფორმაციის მიღების უფლების რეალიზაციას.

 


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ქმედებით დაირღვა ინსტიტუტის უფლება მიიღოს საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია სრულყოფილად იქნეს გაცემული ინსტიტუტის მიერ 2014 წლის 27 იანვარს მოთხოვნილი ინფორმაცია.

 


ინსიტუტის საქმიანობიდან გამომდინარე  სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნეოლოვანია ჩვენთვის. სახალხო დამცველის მიერ დადასტურდა, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გაითვალისწინებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას და ინტიტუტს უახლოეს მომავალში სრულყოფილი სახით მოაწოდებს მოთხოვნილ ინფორმაციას. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024