საქართველოს სასამართლო სისტემის ელ-გამჭვირვალობა

სიახლეები 25 ოქტომბერი 2012

 

 

პროექტი „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

კვლევის ფარგლებში მონიტორინგი ჩაუტარდა საქართველოს სასამართლო სისტემაში შემავალი 16 სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდს და შეფასდა მათი ინფორმაციული გამჭვირვალობა და ტექნიკური გამართულობის ხარისხი.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები და პრობლემები:

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების 41 ორგანოდან ოფიციალური ვებ გვერდი მხოლოდ 16-ს აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების უმეტესობა ელ-გამჭვირვალობის შეფასების კუთხით ნაკლებად ინფორმაციულია მომხმარებლისთვის, ხოლო ტექნიკური გამართულობის ინდექსით აბსოლუტურად არ შეესაბამება თანამედროვე ვებ-სტანდარტებს.

ინფორმაციულად ყველაზე გაუმჭვირვალე და ტექნიკურად გაუმართავია საქალაქო და რაიონული სასამართლოების ვებ-გვერდები. ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდს აქვს.

ამავე დროს, დადასტურდა რომ ვებ-გერდებზე ყველაზე ნაკლებად სასამართლოების ფინანსური ინფორმაციაა წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი.

გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად და ვებ-გვერდების ინფორმაციული და ტექნიკური სრულყოფისათვის, გაიმართა კონსულტაციები სამართლის სპეციალისტებთან, განხორციელდა საქართველოსა და უცხოეთის 11 ქვეყნის შედარებითი ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დადგენილ იქნა საქართველოს სასამართლოების ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის სტანდარტი.

შეიქმნა სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული - განხორციელდა სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი სტატისტიკური და დინამიური ინფორმაციის კატეგორიზაცია და ვიზუალიზაცია, რაც საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას ადვილად აღქმადს ხდის და მომხმარებელს მონაცემების ურთიერთშედარებას უადვილებს. აღნიშნული სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა www.supremecourt.ge და  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის www.idfi.ge ვებ-გვერდებზე.

 კვლევა - სასამართლო სისტემის ელ-გამჭვირვალობა 2012

 კვლევა - სასამართლო სისტემის ელ-გამჭვირვალობა 2012

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024