კვლევისა და საჯარო ღონისძიებების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს განათლების სისტემაში, COVID-19 პანდემიის განმავლობაში

პროექტები | მიმდინარე პროექტები 29 დეკემბერი 2021

პროექტის სახელწოდება: „კვლევისა და საჯარო ღონისძიებების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს განათლების სისტემაში, COVID-19 პანდემიის განმავლობაში”

დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSF)

პროექტის კოდი: OR2021-82602

სრული ბიუჯეტი: 38,200 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა: დეკემბერი 1, 2021 წელი - ივლისი 31, 2022 წელი

 

 

პროექტის მოკლე აღწერა და მიზნები

 

პროექტის მიზანია საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადვოკატირება საქართველოს განათლების სისტემაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

 

ამ მიზნით, პროექტის მთავარი ამოცანებია:

 

  • სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, შედარებითი ანალიზი, საგანმანათლებლო სერვისების ფუნქციონირების შესახებ პანდემიამდე და პანდემიის დროს;

 

  • სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ სასწავლო პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების მონიტორნიგი პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში;

 

  • ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევების იდენტიფიცირება (პროფესიული  განათლების მიმართულებით);

 

  • სამოქმედო გეგმის და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება, დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

 

აქტივობები

 

1. მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა;

2. სამუშაო შეხვედრები / ფოკუს ჯგუფის ინტერვიუების ჩატარება;

3. შეხვედრებში რეგიონებში და გამოწვევების იდენტიფიცირება;

4. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;

5. შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და კვლევის შედეგების გაცნობა;

6. ადვოკატირება და მედიასთან თანამშრომლობა;

7. საბოლოო რეპორტის შემუშავება.

 

პროექტის აქტივობები

ხელშეკრულება

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში

23.06.2022

შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა ბრენდინგის გზით

23.06.2022

პანელური განხილვები: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესება საქართველოში

16.06.2022

რეგიონული ღონისძიება: უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე

11.06.2022
განცხადებები

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს

16.06.2022

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება 5-6 ივლისის მოვლენებში სუს-ის შესაძლო ჩართულობაზე

14.06.2022

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია

13.06.2022

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

10.06.2022
ბლოგპოსტები

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022

9 მაისის აღნიშვნა რუსეთში

02.05.2022

ციფრული უფლებები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

15.04.2022

რუსული დეზინფორმაციის ტენდენციები საქართველოში უკრაინის ომის პარალელურად

04.04.2022