IDFI პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

განცხადებები 10 სექტემბერი 2014

საქართველოს პროკურატურიდან მიღებული სჯარო ინფორმაციის შესახებ IDFI–ს მიერ გუშინ გავრცელებულ სტატიას დღეს გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა. განცხადებაში ხაზგასმულია რომ 2014 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული ყოველთვიური პრემია საშუალოდ შეადგენდა 2 842 ლარს. ხოლო თანამდებობის პირზე დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია შეადგენდა 7 530 ლარს. მიუხედავად ამისა საზოგადოებისთვის კვლავ უცნობი რჩება პროკურატურის თანამდებობის პირების მიერ (ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირებსა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ არის არც პროაქტიულად გამოქვეყნებული პროკურატურის ვებ–გვერდზე მიუხედავად იმისა, რომ აღნიშული საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

 

დადებითად უნდა შეფასდეს პროკურატურის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამშრომელთა ფინანსური წახალისება პირდაპირ კავშირშია მათ მიერ გაწეულ შრომასთან, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევები, როდესაც გაცემული პრემიის რაოდენობა აღემატება თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.

 

IDFI მიესალმება პროკურატურის მიერ აღნიშნული განცხადების გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უწყება მომავალში უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების სრული დაცვით განხორციელებას, მათ შორის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების გზით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024