IDFI „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 16 სექტემბერი 2021

2021 წლის პირველ ივლისს დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონის პროექტი. ინიციატივის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელის 7 ივნისის  N1/4/693,857 გადაწყვეტილების აღსრულება. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის პირველ მაისამდე უნდა განეხორციელებინა. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უაღრესად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სტანდარტები დაამკვიდრა, თუმცა საქართველოს პარლამენტს იგი ამ დრომდე არ აღუსრულებია. ამ სტანდარტების იმპლემენტაცია არის არამხოლოდ საქართველოს პარლამენტის პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულება, არამედ ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ნაწილიც. კანონპროექტის მიღებას წინ უძღვოდა 2021 წლის 16 ივნისს ქ. ბორჯომში IDFI-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

 

IDFI-ის შეფასებით კანონპროექტი სრულად არ აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. დამატებით, კანონპროექტი ქმნის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ბარიერებს სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით მისაღებად. კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება ვერ უზრუნველყოფს იმ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რომელთა დასაცავადაც გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული ნორმები. ამდენად, კანონის პროექტი უარყოფითად უნდა შეფასდეს.  მეტიც, კანონპროექტის უცვლელად მიღება წარმოშობს როგორც სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების დარღვევის საფრთხეს და სასამართლო ხელისუფლების გადატვირთვის რეალურ რისკს. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ კანონის პროექტი მნიშვნელოვნად უნდა დაიხვეწოს, როგორც შინაარსობრივი, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. IDFI-მ საკუთარი წერილობითი შენიშვნები საქართველოს პარლამენტს ორ ალტერნატიულ კანონპროექტთან ერთად წარუდგინა.  

 

დანართი N1: IDFI-ს მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად რეგისტრირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ პირველ ივლისს რეგისტრირებულ Ν07-3/95/10 კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და აღწერს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რეალურად, ვერ უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციას, შესაბამისად, ვერც სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობას.   

 

ჩამოტვირთეთ შეფასება

 

დანართი N1.1: პარლამენტში რეგისტრირებული კანონის პროექტის გადამუშავებული ვერსია

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში  დარეგისტრირებული კანონის პროექტის გადამუშავებული ვერსიაში შენარჩუნებულია საქართველოს პარლმენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შერჩეული მოდელი, თუმცა შეცვლილია შინაარსობრივი სტანდარტები და გამარტივებულია სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის შესახებ განხილვის პროცედურები. 

 

ჩამოტვირთეთ კანონის პროექტი

 

დანართი N1.2: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მეთოდი

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ IDFI-ის მიერ მომზადებული კანონის პროექტით შეცვლია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შერჩეული მოდელი. სახელდობრ, რელევანტურ საკითხებს მოსამართლის ნაცვლად გადაწყვეტს საერთო სასამართლოს აპარატი, რაც მოსამართლეთა გადატვირთვის რისკს ამცირებს, პროცედურა არის მოქნილი და იძლევა როგორც სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის რეალიზების, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების მეტი ეფექტურობით დაცვის საშუალებას.

 

ჩამოტვირთეთ კანონის პროექტი 


____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024