IDFI ფინანსურად სრულად გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა

სიახლეები | პუბლიკაციები | სტატია 26 ივლისი 2018

უკვე მესამე წელია IDFI სახელდება, როგორც ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე კვლევითი ორგანიზაცია. Transparify-მ მას 2018 წელსაც უმაღლესი – ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიანიჭა.


ორგანიზაცია Transparify მსოფლიოს მასშტაბით აფასებს, თუ რამდენად ასაჯაროვებენ არასამთავრობო/კვლევითი ორგანიზაციები მათი დაფინანსების შესახებ ინფორმაციას. რეიტინგში გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით ორგანიზაციებს 0-დან 5 ქულამდე აქვთ მინიჭებული, სადაც 5 ყველაზე გამჭვირვალეს ნიშნავს.


Transparify-ის მიერ 17 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, 24 ქვეყნის 92 კვლევითი ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობა არის შეფასებული, რომელთაგან 60-ზე მეტმა (მათ შორის IDFI-მ) 5 ქულიანი შეფასება მიიღო.


Transparify-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰანს გუტბროდის თქმით: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამჭვირვალე კვლევითი ორგანიზაციების სიჭარბე აჩვენებს, რომ ფინანსური გამჭვირვალობა ნორმა ხდება მსოფლიოს მაღალი დონის ორგანიზაციებს შორის.“ 2013 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც უმაღლეს შეფასებას იღებენ (12 2013 წელს, 41 2016 წელს და ა.შ.).


IDFI დაფინანსებას სხვადასხვა წყაროებიდან იღებს. ეს წყაროებია: საერთაშორისო ფონდები, უცხოეთის ქვეყნების მთავრობები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, კერძო კომპანიები და ინდივიდები. IDFI დონორის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების მიღებას თანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დაფინანსება შეესაბამება მის ხედვას და მიზნებს, არ ახდენს უარყოფით გავლენას მის რეპუტაციასა და მიუკერძოებლობაზე.

 

„ჩვენი დაფინანსება არის საჯარო. წლების მიხედვით სრულად აღვრიცხავთ მიღებულ თანხას და გამჭვირვალობის მიზნით აქტიურად ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციას ჩვენს და სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში შექმნილ ვებგვერდებზე,“ – აღნიშნავს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

 

იმ ორგანიზაციას შორის, რომელთაც 2018 წელს გამჭვირვალობის კუთხით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, IDFI-ის გარდა კიდევ 4 საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, კერძოდ: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ISET- კვლევითი ინსტიტუტი და PMCG - კვლევითი ცენტრი.


IDFI ულოცავს ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებმაც შეფასების 5 – მაქსიმალური ქულა მიიღეს.

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/general/Transparify_report_2018.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024