IDFI-მ საქართველოს პროკურატურის მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 ოქტომბერი 2019

საქართველოს პროკურატურის მიერ უწყების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაუარესდა.

 

დღეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურის მიერ 2017-2018 წლებში სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის შედეგები წარადგინა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა.

 

გიორგი კლდიაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების ხარვეზებზე. “ნებისმიერ უწყებას სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სჭირდება ზუსტად სტრუქტურირებული, ამბიციური სამოქმედო გეგმა. პროკურატურის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების განხორციელება (მაგ.: პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდა, საზოგადოების ნდობის ამაღლება პროკურატურის მიმართ, ა.შ.) საჭიროებს კარგად გააზრებულ და ჩამოყალიბებულ სამოქმედო გეგმას - ამოცანებს და ღონისძიებებს, რომლებსაც პროკურატურა დასახავს და განახორციელებს. იმედი მაქვს, რომ პროკურატურის წარმომადგენლები გაანალიზებენ ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს და გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომლებიც, ვფიქრობთ, დაეხმარებათ სამოქმედო გეგმის განახლებაში, სადაც მოცემული იქნება უფრო ამბიციური ღონისძიებები და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი.” – გიორგი კლდიაშვილი.

 

“ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ამავდროულად, პროკურატურამ 2017 წელს მიიღო უწყების ხუთწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. წარდგენილი მონიტორინგის ანგარიში პროკურატურას დაეხმარება დარჩენილი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პროკურატურასთან ჩვენი საერთო პროექტების განხორციელებას.” – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საჯარო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს IDFI-ს პარტნიორი ორგანიზაციების [სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ასოციაცია „დეა“] წარმომადგენლების შეფასებები აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პროკურატურის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

 

პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ათი ამოცანიდან, 2018 წლის მდგომარეობით, ერთი ჩაითვალა შესრულებულად, შვიდი მეტწილად, ხოლო ორი ნაწილობრივ შესრულებულად. 2017 წელს გათვალისწინებული 127 ღონისძიებიდან სრულად შესრულებულია 87, მეტწილად შესრულებულია 20, ნაწილობრივ შესრულებულია 15, ხოლო შეუსრულებელია ხუთი ღონისძიება. პროკურატურის სამოქმედო გეგმით 2018 წელს გათვალისწინებული 119 ღონისძიებიდან, სრულად შესრულებულია 65, მეტწილად შესრულებულია 11, ნაწილობრივ შესრულებულია 11, ხოლო შეუსრულებელია 32.

 

ანგარიშის სრული დოკუმენტი იხილეთ აქ

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

 

/public/upload/IDFI_2019/PrIME/PSG AP Monitoring Report 2017-2018_ GEO_V04-compressed.pdf 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024