IDFI-მ პროკურატურის მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურის მიერ 2017-2018 წლებში სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის შედეგები წარადგინა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა.