„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ახალი წესდება

სიახლეები | პუბლიკაციები | სტატია 8 მაისი 2017

2017 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ახალი წესდება, რომელიც განსაზღვრავს ინსტიტუტის განახლებულ მმართველობით სტრუქტურასა და საქმიან მიმართულებებს.


ახალი წესდების მიხედვით, ორგანიზაციის უმაღლეს მმართველ ორგანოდ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს ინსტიტუტის განვითარების ზოგად მიმართულებებს და სტრატეგიას, ირჩევს აღმასრულებელ დირექტორს და ზედამხედველობას უწევს მის საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, უფლებამოსილების 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.


საბჭოს კომპეტენციაში შედის შემდეგი ძირითადი უფლება-მოვალეობები:


• წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;


• ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, მისი გეგმებისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცება;


• ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის არჩევა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;


• ინსტიტუტის საქმიანობის წლიური ანგარიშის დამტკიცება;


• ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება;


• ინსტიტუტის ორგანიზაციული ბიუჯეტის დამტკიცება;


• ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნა, მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მათი დებულებების და ანგარიშების დამტკიცება;


• ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის (ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია) შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება და ა.შ.


წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისგან, რომელთაგან ერთ-ერთი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამჟამინდელ საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ზვიად ქორიძე (თავჯდომარე), ნინო დოლიძე, ოლივერ რაისნერი, ლელა გაფრინდაშვილი, ტიმოთი ბლაუველთი, ელენე მეძმარიაშვილი და დავით ლოსაბერიძე.

 

წესდების მიხედვით, ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილე. აღმასრულებელი დირექტორი აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 5 წლის ვადით. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ 2 წლის ვადით. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.


IDFI-ის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად 5 წლის ვადით არჩეულ იქნა გიორგი კლდიაშვილი.

 

 

/public/upload/idfi_charter/idfi_charter_geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024