Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

სიახლეები | მედია, ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 28 ოქტომბერი 2015

2015 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ. თითოეული ქვეყნის შეფასება მოიცავს სამ კატეგორიაზე დაყრდნობილ (ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები, კონტენტის შეზღუდვა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა) დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს. 2015 წლის ანგარიში აფასებს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდს. გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 24 აიღო და ინტერნეტ თავისუფლების კუთხით შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2014 წელთან შედარებითი მისი მაჩვენებელი 2 ქულით გაუმჯობესდა.


საქართველოს შესახებ ანგარიში სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად ახსენებს ფარულ თვალთვალთან დაკავშრებით ე.წ ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ფარული მიყურადების განხორციელებამდე, სასამართლოს გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვის მოპოვებას ითხოვს. ამის მიუხედავად, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიღებული კანონი სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა არასაკმარისად შეაფასეს, რადგან აღნიშნული „ორგასაღებიანი სისტემა“ არ ვრცელდება ინტერნეტით გადაცემულ მონაცემებზე. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეინარჩუნა სატელეკომუნიაციო სერვესებზე პირდაპირი ხელმისაწვდომობა. მეორე მხრივ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აიღო მსგავსი ტიპის მონაცემების რეგულარულად გამოქვეყნების ვალდებულება. ასევე, ოფიციალური სტატსიტიკის მიხედვით, ფარული მიყურადების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვები შემცირდა.


ამის გარდა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების კუთხით, განხილულია სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, ინტერნეტის მომხმარებელთა განაწილება ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის (ISP), სოციალური ქსელების გამოყენება და ინტერნეტის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის მნიშვნელობა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, „ინტერნეტ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია,“რადგან „ორი პროვაიდერი აკონტროლებს ბაზრის 2/3-ზე მეტს“ (სადენიანი ინტერნეტი). ამის მსგავსად, მობილური ინტერნეტის ბაზარზეც ორი მთავარი მიმწოდებელი დომინირებს. მაშინ როცა, კვლავაც რჩება ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა ადეკვატური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და ციფრული ინტერვალი (digital gap). ამ გამოწვევების გადასალახად მთავრობამ გამოაცხადა 2017 წლამდე ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის გეგმა. ამის მიუხედავად, ანგარიშის მტკიცებით, ხელისუფლება განიცდის „ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაკლებობას, სადაც წარმოდგენილი იქნება ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო და გრძელვადიანი ხედვა.“


კვლევა ასევე ეხება სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტონომიურობას. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის კანდიდატების დასახელებისა და მისი თავმჯდომარის შერჩევის წესები შეიცვალა, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან საჯარო დაწესებულების საქმეებში ჩარევის ნიშნები.


რაც შეეხება ონლაინ აქტივიზმს, ანგარიში ახსენებს ინფორმაციის გავრცელებაში, საერთო მიზნისთვის ხალხის მობილიზაციასა და ონლაინ კამპანიების მოწყობაში ინტერნეტის მზარდ გამოყენებას. მაგალითად მოყვანილია უკრაინაში მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების წინააღდეგ გამართული დემონსტრაცია, რის შემდეგაც ოფიციალური ტექსტი ვებ-გვერდიდან მოიხსნა და სამინისტრომ „შეცდომისთვის“ ბოდიში მოიხადა.


კონტენტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ 2015 წლის მაისამდე ონლაინ კონტენტის დაბლოკვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ასევე, ონლაინ კონტენტი მრავალფეროვანი ხდება და არ ყოფილა მთავრობის მიერ ვებ-კონტენტის სისტემატური მანიპულირების შემთხვევები. თუმცა, კვლევაში საუბარია თვითცენზურის შემთხვევებზე ქართველ მომხმარებელს შორის (მაგ. ჟურნალსიტები, საჯარო მოხელეები). ასევე, დაფიქსირდა ოფიციალურ სამთავრობო Facebook გვერდებზე მომხმარებელთა კომენტარების წაშლის შემთხვევები.


მომხმარებელთა უფლებებთან მიმართებაში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცის ინსპექტორის მანდატის გაფართება. კერძოდ, ინსპექტორის პარატი კერძო კომპანიების მიერ ინფორმაციის დამუშავების შემოწმების უფლებით აღიჭურვა. ამის მიუხედავად, კვლავაც რჩება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა „სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ დიდი ოდენობით მონაცემთა დამუშვება, სხვა სახელმწიფოსთვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა, მარკენტინგული კამპანიებისთვის მონაცემთა გამოყენების შეზღუდვის არარსებობა.“
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მსგავსად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიწვეული იყო საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების დონის შესაფასებლად, რის საფუძველზეც, IDFI-ის ანალიტიკოსი, თეონა ტურაშვილი ჩართული იყო საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებაში.

 

ანგარიში საქართველოს შესახებ

სრული ანგარიში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

5G ტექნოლოგია, რუსული დეზინფორმაცია და კორონავირუსი

27.05.2020

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი

26.05.2020

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

23.05.2020
განცხადებები

პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს კანონპროექტს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

29.05.2020

IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება

20.05.2020

IDFI-ის განცხადებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტება მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ

15.05.2020

პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

02.05.2020
ბლოგპოსტები

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ

04.05.2020

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის მიმოხილვა

03.05.2020