აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

კოალიციური საქმიანობა 5 აგვისტო 2014

ევროპის კომისიის ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში.

 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას და, შესაბამისად, ოთხ სამუშაო ჯგუფს:
1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა
2) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა;
3) გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება;
4) ხალხთაშორისი კავშირების წახალისება.

 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისათვის თითოეულ ქვეყანაში იქმნება ეროვნული პლატფორმა. 

 

ეროვნული პლატფორმის ფუნქციებია:

1) აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმებისა და საფლაგმანო ინიციატივების მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში;
2) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების წარდგენისა და ფორუმის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა.

 

ეროვნული პლატფორმა ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

1. ქმნის ოთხ სამუშაო ჯგუფს ოთხი თემატური პლატფორმის შესაბამისად და ქვეჯგუფებს – საჭიროებისამებრ;
2. ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ;
3. განიხილავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხი თემატური პლატფორმისა და პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივების იმპლემენტაციას საქართველოში;
4. ევროპის კომისიას, საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს წარუდგენს განხილვის შედეგებს რეკომენდაციების სახით;
5. საკუთარი გადაწყვეტილებით ახორციელებს აღმოსავლეთის პარტნიორობის მონიტორინგს;
6. საჯაროდ აქვეყნებს რეკომენდაციებს/მონიტორინგის შედეგებს;
7. საკუთარი გადაწყვეტილებით ხელს უწყობს კვლევების განხორციელებას აღმოსავლეთის პარტნიორობის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად;
8. ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რეკომენდაციების სწორ და ეფექტიან განხორციელებას საქართველოში;
9. თანამშრომლობს:

ა) საქართველოს მთავრობასთან;
ბ) ევროკავშირის ადგილობრივ დელეგაციასთან;
გ) ევროპის კომისიასთან;
დ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან საქართველოში;
ე) აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი სხვა ქვეყნების ეროვნულ პლატფორმებთან;
ვ) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილე საერთაშორისო, ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ზ) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველ კომიტეტთან;

10. შეიმუშავებს წინადადებებს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მორიგი შეხვედრის დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად;

11. ირჩევს საქართველოს ეროვნულ კოორდინატორს და მის კანდიდატურას წარუდგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024