აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე

განცხადებები 2 ივნისი 2017

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარებასთან დაკავშირებით. როგორც მისი იურისტი აცხადებს, ის თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავეს და აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთანავე, მას საგამოძიებო უწყებაში მიყვანის შემდეგ, ასევე საეჭვოდ, ჯიბეში აღმოაჩნდა 10 ათასი ევრო. გარდა ამისა, იურისტის თქმით, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კონტრაბანდის გადატანისთვის წაუყენა.

 

აფგან მუხთარლი უკვე ორი წელია თბილისში ცხოვრობს სწორედ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობის გამო მას ქვეყნის დატოვება მოუწია. მის მსგავსად, საქართველოს არაერთი ჟურნალისტი აფარებს თავს, რადგან აქვთ რწმენა, რომ მათი უფლებები აქ მაინც იქნება დაცული. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. 

 

სულ უფრო მეტ კითხვებს ბადებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია და გაუგებარი რჩება, როგორ მოხვდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყებაში, როგორ გადაკვეთა მან საზღვარი მაშინ, როდესაც მისი პასპორტი საქართველოშია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები კატეგორულად მოვითხოვთ შესაბამისი უწყებებისგან უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.

 

ამასთან, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური განმარტებები. საქართველოს მთავრობამ კი მისცეს პოლიტიკური შეფასება მომხდარ ფაქტს. ამგვარი საქმეები შემაფერხებელია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის, ვინაიდან ადამიანის უფლებების დაცვა მთავარი დასავლური ღირებულებაა, რომელიც დღეს, საქართველოში ეჭვქვეშ დადგა! მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხთარლის საქმეს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მათი დამოკიდებულებისა სხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

2. ევროპული ინიციატივა- ლიბერალური აკადემია თბილისი

 

3. ევროპის ფონდი

 

4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება

 

5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

6. ადამიანის უფლებათა სახლი

 

7. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

 

10. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

 

11. ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

12. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

 

13. ასოციაცია ტოლერანტი

 

14. მეგობრობის ხიდი ქართლოსი

 

15. ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის

 

16. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

 

17. "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”

 

18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

 

19. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართელო

 

20. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო

 

21. ასოციაცია ,,მერკური“

 

22. ახალგაზრდული ალტერნატივა

 

23. სტუდია რე

 

24. ასოციაცია: ,,ჯანმრთელი ბავშვები“

 

25. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია

 

26. განვითარების და ჩართულობის ცენტრი

 

27. ახალგაზრდული ასოციაცია დრონი

 

28. გორის საინფორმაციო ცენტრი

 

29. კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი

 

30. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

 

31. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"

 

32. ასოციცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება

 

33. ,,პი ემ სი“ კვლევითი ცენტრი 34. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

35. საზოგადოებრივი დამცველი

 

36. "საქართველოს რეფორმების ასოციაცია"

 

37. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

 

38. საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"

 

 

39. ,,ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის"

 

40. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

 

 

41. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო

 

 

42. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის

 

 

43. თავისუფალი არჩევანი

 

 

44. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

 

 

45. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

 

 

46. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

 

 

47. რეპატრიანტთა კავშირი

 

 

48. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

 

49. მეწარმე ქალთა ფონდი

 

50. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი

 

 

51. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

 

 

52. საქართველოს პრესის ასოციაცია

 

 

53. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

 

55. ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი"

 

56. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

 

 

57. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

 

 

58. ცენტრი "ემპათია’’

 

 

59. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

 

 

60. ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა"

 

61. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

 

 

62. ქალთა საინფორმაციო ცენტრი

 

63. სამოქალაქო ფორუმი

 

 

64. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

 

65. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

 

 

66. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცისაქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

 

 

67. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

 

 

68. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

 

 

69. ასოციაცია ,,ათინათი"

 

 

70. ფონდი „ადგილის დედა“

 

 

71. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

 

 

72. კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

 

 

73. ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"

 

 

74. ენერგოეფექტურობის ფონდი

 

 

75. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი

 

 

76. პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო”

 

 

77. ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის

 

 

78. ასოციაცია ,,გადავარჩინოთ მომავალი თაობა“

 

 

79. ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი’’

 

 

80. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"

 

 

81. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

 

 

82. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი

 

 

83. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ”სოხუმი”

 

84. ახალგაზრდული კავშირი ევროკლუბი

 

 

85. აფხაზეთი-ჩემი სახლი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024