განცხადება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ

სიახლეები | განცხადებები 13 იანვარი 2017

განცხადება

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექპორტთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგად შეათანხმა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა ,,გაზპრომ ექსპორტთან“ დასადები ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, ქვეყანა რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის სანაცვლოდ ვეღარ მიიღებს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს და ვერც მის შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას.

 

მთავრობის მიერ მოწონებული ხელშეკრულება, მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებულიტრანზიტით მიღებულ სარგებელს, როგორც ეკონომიკური ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთანავე, საქართველო უფრო მეტად დამოკიდებული ხდებარუსეთის პოლიტიკურ ნებაზე.

 

ამ ხელშეკრულებით საქართველო კარგავს გაზის მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც ადრე ტრანზიტის საფასურად იღებდა და 2018 წლიდან საბოლოოდ გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რომელიც არსებულ სარგებელთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ახალი მიდგომა ასევეამყარებს რუსეთის პოზიციას ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მომავალში ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, აძლევს მას მეტ საშუალებას დაიყოლიოს ქვეყანა კიდევ მეტ დათმობაზე. 

 

ახალი შეთანხმებით, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი, შესაძლებელია რუსეთისგან 1000 კუბური კვ. მეტრი გაზის შესყიდვა 185 დოლარად, ოღონდ ე.წ. „სოციალური“ სექტორისათვის და მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში.  აღსანიშნავია, რომ ეს შედარებით შეღავათიანი ფასი მხოლოდ ორი წლით არის ხელშეკრულებით გარანტირებული, მომავალში კი, სავარაუდოდ, რუსეთი გაზრდის ამ ფასს, მით უმეტეს, რომ საქართველოს აღარ რჩება არავითარი ბერკეტი იმისთვის, რომ ევაჭროს მას ამ თემაზე.

 

გაზის ტრანზიტის პირობების გადახედვის მოთხოვნასრუსეთის მხარე შარშანაც აყენებდა, თუმცა მაშინ, მოხერხდა ამ საკითხის ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ ,,გაზპრომ ექსპორტთან“ ძველი ხელშკრულების პირობებს წლების მანძილზე ვინარჩუნებდით და აქამდე, მათი გადახედვის პროცესში ქართული მხარე უფრო წარმატებული იყო.

 

ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს,  განსაკუთრებით როდესაც ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციას - საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოს, გაზსადენთან და გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომ ექსპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს კომერციული საიდუმლოების გრიფი.

 

გვჯერა, რომ ,,გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ახალი სატრანზიტო ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს საკითხს, ის ფართოგაგებით ეროვნული უსაფრთხოების თემის ნაწილია. ამიტომაც,შეთანხმების მომზადებისას უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ექსპერტულ და აკადემიურ წრეებთან ფართო კონსულტაცია, პროცესი უნდა წარმართულიყო გამჭვირვალედ, და მთავრობას არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ,სახეზეა უპასუხისმგებლო, ჩვენთვის მიუღებელი მიდგომის მაგალითი. დარწმუნებული ვართ, რომ მოლაპარაკებების წარმართვისას ყველა არსებულიპოლიტიკური, საზოგადოებრივი და პროფესიული რესურსის გამოყენება შესაძლებელს გახდიდა ასეთი შედეგის თავიდან აცილებას.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომის წევრი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

 

- მოეხსნას კომერციული საიდუმლოს გრიფი საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომ ექსპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და გასაჯაროვდეს ინფორმაცია მოლაპარაკებების და მათი შედეგების შესახებ;

 

- შედგეს საპარლამენტო განხილვა აღნიშნულ საკითხზე და ენერგეტიკაში რუსეთთან ურთიერთობების თემაზე;

 

- გადაიხედოს სექტორის მართვის არსებული პრაქტიკა და შემუშავდეს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება მიმართული იმპორტირებული, მათ შორის არამეგობრული სახელმწიფოებიდან იმპროტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე;

 

- დაჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში ევროპული ინტეგრაციის და ენერგეტიკული გაერთიანების ფორმატში რეფორმის გატარების პროცესი, რაც შექმნის მეტი გამჭვირვალობის, პროფესიული ზრდის და მეტი საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის წინაპირობებს;

 

- მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ზემოთ აღნიშნულ პროცესებში.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

2. მსოფლიო გამოცდილება  საქართველოსთვის

3. ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი

4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 

5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

6. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

7. საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია 

8. ახალგაზრდული ალტერნატივა

9. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”

10. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

11. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

12. ფონდი "კავკასიის ეკოლოგია" 

13. საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო

14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

15. ასოცოაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

16. ენერგოეფექტურობის ფონდი

17. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი

18. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო

19. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო   ორგანიზაცია 

20. ადამიანის უფლებათა ცენტრი 

21. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი "

22. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის

23. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი

24. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

25. მეწარმე ქალთა ფონდი

26. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 

27. ევროპის ფონდი

28. მეგობრობის ხიდი -„ქართლოსი“

29. ასოციაცია "იმედი"

30. წამების მსხვერპლთა ფსიქო - რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია"

31. ადგილობრივი დემოკრატის სააგენტო საქართველო 

32. ასოციაცია  "გადავარჩინოთ მომავალი თაობა"

33. ასოციაცია ”მერკური”

34. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო

35. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

36. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

37. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი

38. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

39. ასოციაცია - საზოგადოება განვითარებისთვის

40. საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები

41. "კავკასიური მოზაიკა"

42. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი

43. კონსტიტუციის 42 მუხლი

44. საერთაშორისო ფონდი ”ლეა” 

45. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება

46. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

47. ორგანიზაცია "ეკოვიჟენი"

48. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

49. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"

50. ორგანიზაცია "განიარაღება და არაძალადობა"

51. ფონდი ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”

52. საზოგადოებრივი დამცველი

53. ჯანმრთელი სამყარო

54. ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველო

55. ჯანმრთელი ბავშვები

56. კავკასიური სახლი საქართველო

57. ქალთა საინფორმაციო ცენტრი

58. გორის საინფორმაციო ცენტრი

59. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

60. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

61. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

62. პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო”

63. საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის

64. ასოციაცია ”ათინათი”

65. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

66. კავშირი ”ეკოტექი”

67. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

68. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი

69. კოალიცია შინმოვლა საქართველო

70. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

71. საქართველოს პრესის ასოციაცია

72. თავისუფალი არჩევანი

73. კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით

74. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული  ასოციაცია „ტოლერანტი“

75. ასოციაცია „ფსიქეა“

76. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

77. საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი

78. ახალგაზრდული ასოციაცია ”დრონი”

79. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023