დანაშაულის სტატისტიკა თბილისში (2010-2013)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 21 იანვარი 2014

როგორც მოგეხსენებათ 2012 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები არ იყო წარმოდგენილი დანაშაულის სახეების მიხედვით. IDFI – ის მრავალმხრივი  მცდელობის მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არ ხდებოდა აღნიშნული მონაცემების გასაჯაროება.  2013 წლის 6 დეკემბერს IDFI – იმ კვლავ მიმართა შსს-ს 2013 წლის 11 თვის განმავლობაში და 2012 წლის შესაბამის პერიოდში ქალაქ თბილისში დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკის მოთხოვნით, შემდეგი დანაშაულის სახეების მიხედვით:

  •  განზრახ მკვლელობა;
  •  მკვლელობის მცდელობა;
  •  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მათ შორის  განსაკუთრებით მძიმე);
  •  ქურდობა  (მათ შორის:  მძიმე, ბინებიდან ქურდობა, ავტომობილების ქურდობა);
  •  ძარცვა (მათ შორის :  მძიმე, ავტომობილების ძარცვა);
  •  ყაჩაღობა (მათ შორის : განსაკუთრებით მძიმე ყაჩაღობა);
  •  გამოძალვა;
  • ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა (მათ შორის: მძიმე, ნარკოტიკების კონტრაბანდა,   ნარკოტიკების რეალიზაცია, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარება);
  • მექრთამეობა.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 17 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუტის მოთხოვნილი ინფორმაცია დააკმაყოფილა და თბილისის მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკა უფრო გამჭვირვალე გახადა. ანალოგიური მონაცემები 2010 და 2011 წლების მდგომარეობით გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, რაც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები 2010 -2013 წლების შესაბამის პერიოდებში.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წლის 11 თვეში დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა (18) განახევრებულია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (35). კლებადი ტენდენცია შეინიშნება აგრეთვე მკვლელობის მცდელობის თავლსაზრისითაც – 2013   წლის 11 თვეში  დაფიქსირებულია 51 შემთხვევა, რაც წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით განახევრებულია.

განსხვავებული მდგომარეობაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე  დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით – 2013 წლის საწყისი 11 თვის განმავლობაში წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ დანაშაულის ყველაზე მეტი რაოდენობა  (52) დაფიქსირდა.

adamianis winaagmdeg

2013 წლის 11 თვის განმავლობაში თბილისში დაფიქსირდა ყაჩაღობის 184 შემთხვევა.  აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2012 და 2011 წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, თუმცა მცირედით შემცირებულია 2010 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.

2013 წლის 11 თვის განმავლობაში ანალოგიური რაოდენობის ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის შესაბამის პერიოდში.

ekonomikuri

2013 წლის 11 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ქურდობის 5648 შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის მონაცემებიდან  ჩამორჩება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს.

qurdoba

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის  11 თვის განმავლობაში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქურდობის თვალსაზრისით დაფიქსირებული კლება არ შეხებია ბინის ქურდობის ფაქტებს. 2013 წლის ზემოთ ხსენებულ პერიოდში დაფიქსირდა ბინის ქურდობის 724 შემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს.

binis qurdoba

რაც შეეხება თბილისში  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტოტრანსპორტის სხვა და სხვა გზით (ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა) უკანონოდ დაუფლების ფაქტებს, ისინი დაახლოებით ერთი და იგივე ნიშნულზე მერყეობს.

avtomibilebi

ზემოთ მოყვანილი ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და ეკონომიკური ხასიათის სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა შსს-დან წარმოდგენილია აგრეთვე ნარკოტიკებთან დაკავშირებით თბილისში დაფიქსირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. როგორც ირკვევა 2013 წლის 11 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობა. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული ტიპის დანაშაული გაზრდილია დაახლოებით 4 – ჯერ.

narkotikuli

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა 2010-2013 წლების შესაბამის პერიოდებში ქალაქ თბილისში დაფიქსირებული სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის  დანაშაულის სტატისტიკა. როგორც გამოჩნდა სხვადასხვა სახის დანაშაულთან მიმართებაში წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება.  IDFI მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ქალაქ თბილისში დანაშაულის სტატისტიკის დეტალურ გასაჯაროებას და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელი მასშტაბით დაფიქსირებული დანაშაულების სტატისტიკის გამჭვირვალობა, მათ შორის აღნიშნული მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება სამინისტროს ვებ-გვერდზე.

დეტალურად 2010-2013 წლებში ქალაქ თბილისში დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დანაშაულის და მათი გახსნის მაჩვენებლები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

statistika2010-2013

დანართის სახით იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაცია:

shsstavfurcelishsss

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024