რეგიონული და გლობალური საქმიანობა

18 მაისი 2020 image

მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience რეგიონული ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience, რეგიონულ ონლაინ შეხვედრაში.

 

24 აპრილი 2020 image

IDFI მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience წევრი გახდა

The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“)არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით.

17 თებერვალი 2020 image

კონფერენცია - ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტკომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში

15-16 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) არქივების, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი, მეგი ქარცივაძე დაესწრნენ ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტ კომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში“.

25 სექტემბერი 2019 image

„გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ წარმატება - კოსტა რიკაში შესყიდვების მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს

2019 წლის აგვისტოში კოსტა რიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებაში. ქვეყნის გენერალური მაკონტროლებლის ოფისმა რამდენიმე კანონმდებლის მხარდაჭერით წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესახებ კანონის სრულყოფილ რეფორმას.

 

19 ივნისი 2019 image

კარგი მმართველობის რეფორმის როლი ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში - IDFI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საკუთარი პანელით წარსდა

500-ზე მეტი დელეგატი 15-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდა თბილისში გამართულ ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში - განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები.  

26 დეკემბერი 2018 image

ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემების პარალელური ტენდენციების და საერთო მახასიათებლების და მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა.

24 ოქტომბერი 2018 image

სახელმწიფო არქივების ღიაობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: IDFI-იმ ახალი ვებგვერდის და კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია საზოგადოება - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდის - www.Open-Archives.org - პრეზენტაცია გამართა.

23 ივლისი 2018 image

OGP-ის გლობალური სამიტი საქართველოში

17-19 ივლისს, თბილისში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტი გაიმართა. სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

17 ივლისი 2018 image

ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა

ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.

31 მაისი 2018 image

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი - მეთოდოლოგია

IDFI-ის მიერ მომზადებული გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი (TPPR) არის სახელმწიფო შესყიდვების სისტემების შეფასების უნივერსალური მეთოდოლოგია, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩოების, ისევე როგორც მათი აღსრულების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა.