რეგიონული და გლობალური საქმიანობა

15 აპრილი 2018 image

IDFI-მ ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო საარქივო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პროექტის – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობა კოორდინატორი ანტონ ვაჭარაძე მონაწილეობდა ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში (ICARUS-ის რიგით მეოთხე დღეები და EURBICA კონფერენცია). ღონისძიების სათაური იყო „ევროპული საარქივო ლანდშაფტი: ახალი ჰორიზონტების მიღწევა“.

6 აპრილი 2018 image

IDFI-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ყირგიზეთში

2-4 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები პროექტის „გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ბიშკეკს, ყირგიზეთს.

6 ივნისი 2017 image

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის ახალ წევრად იქნა არჩეული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მმართველი კომიტეტი OGP-ის აღმასრულებელი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც ადგენს და იცავს  პარტნიორობის ღირებულებებსა და ინტერესებს. 

15 მაისი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - საერთაშორისო კონფერენცია

13 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მხარდაჭერით უმასპინძლა კონფერენციას: „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“

პირველი 1 2 3 4 ბოლო შემდეგი