„დასავლეთ ბალკანეთის დიალოგი“ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 სექტემბერი 2015

2015 წლის 10-11 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, ალბანეთის ქალაქ ტირანაში, ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დიალოგი". კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ ბალკანეთის (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰეროცოგოვინა), დიდი ბრიტანეთის, ხორვატიის, საქართველოს, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორის 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო.


აღნიშნული შეხვედრა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო სექტორის პირველი კოორდინირებული მუშაობა იყო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში (OGP), რაც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ წარმატებულად ახერხებს OGP კერძო და სამთავრობო სტრუქტურების ერთი მიზნისთვის გაერთიანებას.


„დასავლეთ ბალკანეთის დიალოგის“ ჩატარება რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობის გაძლიერებისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. კოსოვომ, 2014 წლის ივნისში გამოთქვა OGP-ის წევრობის სურვილი, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი, სექტემბერში შეუერთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას.


დასავლეთ ბალკანეთის OGP დიალოგი
მიზნად ისახავდა მონაწილეების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების ეფექტურ გზებსა და ღია მმართველობის გაძლიერების საკითხებზე. OGP ბალკანეთის დიალოგი ძირითადად, იმ ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ადამიანთა უფლებების და იმიგრაციის კუთხით სერიოზული პრობლემებია. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიც არის საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, კომუნიკაციის უსაფრთხო საშუალებები, კორუფციასთან ბრძოლის გზები, ბიუჯეტის ღიაობა, საკანონმდებლო გამჭვირვალობა და სხვა.


შეხვედრის მთავარი შედეგი კი, რეგიონალური ფორუმის დაარსება იყო, სადაც მონაწილეებს რეგულარულად შეეძლებათ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. ეს პრაქტიკა კი, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024