მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 აგვისტო 2013
2013 წლის 29 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, „USAID“-ის პროგრამის − „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) − და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობის პარტნიორობა და მოქალაქეთა ჩართულობა“ გაიმართა.
 
შეხვედრის მთავარი მიზანი „ღია მმართველობის პარტნიორობის” საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მიღება, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობის საკითხების განხილვა იყო. 
მრგვალი მაგიდა იუსტიციის მინისტრის  მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის და დემოკრატიული  მმართველობის პროგრამის დირექტორის  მარის მიკელსონის  მისალმებით გაიხსნა.  შეხვედრას ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორმა, ბატონმა სტივენ ჰეიკინმა მიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს, ბატონმა ჰეიკინმა   ისაუბრა პრეზიდენტ ობამას ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მთავრობებისგან უპრეცედენტო გამჭვირვალობის მიღწევას, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებების გაზრდას გულისხმობს. იგი მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას,  აქტიურ თანამშრომლობას,  საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობას და ხაზი გაუსვა მათი მხრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას. 
 
გიორგი კლდიაშვილმა, IDFI-ის დირექტორმა, წარმოადგინა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები „ღია მმართველობის პარტნიორობის“  სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში. მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ემსახურება საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულებების შესრულებას,  მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას მთავრობის საქმიანობაში, რაც უპირველესად უკუკავშირის შედეგად მთავრობის ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა კომუნიკაციის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას.    
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან მიხელიძემ ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და განმარტა, რომ  აღნიშნულ გეგმაში განსაკუთრებული ადგილი მმართველობის პროცესში  საზოგადოების ჩართულობას ეთმობა. სიტყვით გამოსვლის დროს მან ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს გეგმის ერთერთ მთავარ კომპონენტს ელექტორნული დემოკრატიის პროექტის დანერგვას წარმოადგენს,  რაშიც იგულისხმება უკუკავშირის მიღება დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან ისეთი ფორმებით, როგორიცაა პეტიციების სისტემა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და აქტიური თანამშრომლობა.
 
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს  თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი გვენეტაძემ, ისაუბრა ელექტრონული საქართველოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების არსებული პრაქტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ.   
 
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დისკუსიის რეჟიმში ღიად ესაუბრათ მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობის ფორმებზე, საჯარო სამსახურების წარმომადგენლობის მომზადებასა და არსებული ინიციატივს ფარგლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. 
 
მრგვალი მაგიდა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და USAID-ის G-3  პროგრამის “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში” კოალიციური პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023