17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 1 მაისი 2024

გუშინ, 2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. შსს-მ დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა - დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი, გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. სცემეს და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიღეს, მათშორის, გოგოებმა, ქალებმა და ბავშვებმა. სახალხო დამცველის შეფასებითაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ იყო მისი შეწყვეტისა ან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. ყველა დაკავებულს ეყოლება ადვოკატი და გაეწევა ყველა საჭირო დახმარება.

 

ეს პროტესტი გასცდა მხოლოდ რუსული კანონის გაპროტესტების ფარგლებს და სახელმწიფოს პასუხმა უკანონო და ბრუტალური სახე მიიღო. მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ დადებული პირობა არჩევნების შემდეგ რეპრესიების დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, უკვე ხორციელდება რუსულ სტილში. თუმცა, ხალხის რეაქცია ცხადყოფს, რომ ყველაფერ რუსულს ქართველი ხალხი ადეკვატურ პასუხს გასცემს.

 

რუსულ კანონთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიმრავლე, სიძლიერე და ერთსულოვნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავანახოთ, როგორც კონსტიტუციის მიღმა გასულ ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.

 

მოვუწოდებთ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა. ეს პროტესტი ყველა ჩვენთაგანის ევროპული, მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება.

 

დღეს 17:00 საათზე გელით ყველას პარლამენტის უკან.

 

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024