ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ბრემენის უნივერსიტეტი სტუდენტებს 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით სთავაზობს სალექციო კურსების სერიას „არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი“, რომელსაც გაუძღვება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი.
სალექციო კურსის მიზანია არაფორმალურ ეკონომიკაზე არსებული ცენტრალური თეორიების: დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური, და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივების კრიტიკული განხილვა.
ლექცია 1-2: დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური, და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივები არაფორმალურ ეკონომიკაზე
ლექცია 3-4: არაფორმალური ეკონომიკა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში
ლექცია 5-6: საქართველოს მაგალითი: წარმატება თუ მარცხი?
ლექცია 7-8: მიკრო ქეისი და არსებული თეორიების გადასინჯვა
სალექციო კურსების სერია ტარდება პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სტრატეგიის არსებული გამოწვევებსა და განხორციელების პროცესის კრიტიკული შეფასებით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა სალექციო კურსების სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. იგეგმება სალექციო ბლოკ კურსების ჩატარება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მასშტაბით.
მონაწილეთათვის გაიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, IDFI-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. სამ ყველაზე აქტიურ სტუდენტს საჩუქრად გადაეცემათ უახლესი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა.
აგრეთვე, ბლოკ კურსის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კურსის თემატიკის გარშემო დაწერონ ნარკვევი და მოიგონ Kindle. პრიზი გადაეცემა ორი საუკეთესო ნარკვევის ავტორს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: ბლოკ-კურსის სახელწოდება, სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 13 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
სალექციო ბლოკ-კურსი გაიმართება 15 დეკემბრიდადნ 18 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 („მაღლივი“) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე.
სამუშაო ენა: ქართული.
/public/upload/Georgia-2020/Rekhviashvili.pdf