კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | კოალიციური საქმიანობა 17 აპრილი 2024

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საერთო სასამართლოების შესაბამის მოსამართლეებს, დაიცვან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, არ მიიღონ მათ მიმართ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები და არ წაახალისონ საპოლიციო თვითნებობა ქვეყანაში. 

 

Როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უკვე ორი დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა ინიცირებული რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ. Კანონპოექტის ერთადერთი მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების და მედია საშუალებების მარგინალიზება და ქვეყანაში თავისუფალი აზრის ჩახშობა. კანონპროექტი საქართველოს აშორებს დემოკრატიულ სივრცეს და ქმნის გადაულახავ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე. 

 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მიმდინარე შეკრებები არის აბსოლუტურად კანონიერი და მშვიდობიანი, უკვე ორი დღეა პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს არათანაზომიერ საპოლიციო ძალას და აგრძელებს ადმინისტრაციული დაკავებების პრობლემურ პრაქტიკას. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლების უხეშ დარღვევას. 

 

შექმნილი პოლიტიკური და უფლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები. კონკრეტული სასამართლო განხილვები არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს, არამედ გავლენას ახდენს ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ხარისხსა და კონსტიტუციური ღირებულებების დაცვაზე. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მოსამართლეებს, რომლებსაც განსახილველად დაეწერებათ მშვიდობიან შეკრებაზე დაკავებული მოქალაქეების საქმეები: 



- დაიცვან საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და არ გამოიტანონ მათ მიმართ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები; 

 

- საქმეებში, სადაც ჩანს პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ნიშნები, მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართონ საქმის გამოსაძიებლად შესაბამის სამართალდამცავ უწყებას. 

 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
განცხადებები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024