სემინარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე

სიახლეები 29 ოქტომბერი 2012

26 ოქტომბერს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე ქუთაისში სასტუმრო რჩეული პალასში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა.
ერთდღიანი სემინარი ორგანიზებული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  მიერ ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის -„მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების, პროფესიონალიზმის და პლურალიზმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ბეჭდური და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებმა ქუთისიდან, ზესტაფონიდან ბათუმიდან და ოზურგეთიდან.
სემინარი გახსნეს ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა ლეილა დერვიშიაჯიჩმა (მედიის განყოფილება) და ინფორმაციის თავისუფლების განვითრების დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.
შეხვედრა ორი სესიისაგან შედგებოდა. გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ინფორმაციის თავისუფლების ისტორია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კანონმდებლობა და თანამედროვე ტენდენციები გააცნო, ასევე დეტალურად ისაუბრა „პარტნიორობა ღია მმართველობის“ (Open Government Partnership) შესახებ და საქართველოს მონაწილეობის შესახებ ამ ინიციატივაში.
ინფორმაციის თავისუფლების ქართულ კანონმდებლობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სასამართლო პრაქტიკაზე სემინარის მონაწილეებს ლევან ავალიშვილი (IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე და პროექტს „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge “ დირექტორი) ესაუბრა.

ლევან ავალიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს   გააცნო საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (თავი III -ინფორმაციის თავისუფლება) შესული  ცვლილებები, ესაუბრა ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებისა  და ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობის პრაქტიკის დანერგვის უპირატესობებზე.

 

ქართველ ჟურნალისტებს გამოცდილება გაუზიარა ასევე, სემინარის მოწვეულმა ექსპერტმა, ბულგარეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის“ (Access to Information Program) სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კაშუმოვმა. მან არსებული კანონმდებლობის და ბულგარელი ჟურნალისტების მიერ მისი გამოყენების შესახებ ესაუბრა.
ალექსანდრე კაშუმოვმა ასევე აჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხრობილი იყო 5 ისტორია ბულგარელი ჟურნალისტების მიერ წარმატებით განხორციელებული ჟურნალისტური გამოძიებების შესახებ.
სემინარის ბოლოს  გაიმართა დისკუსია. თავის მხრივ, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმაც, დაისვა შეკითხვები, გააკეთდა შეფასებები, განხილულ იქნა საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრაქტიკა და სამომავლო გამოწვევები.
ინფორმაციის თვისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სემინარი ჟურნალისტებისათვის ევროკავშირის და ევროსაბჭოს პროგრამის ფარგლებში მეორედ ჩაატარა.  პირველ სემინარში, რომელიც 2012 წლის 6 ივლისს სასტუმრო „ბეთსიში“ გაიმართა, ცენტრალური მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.




 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ონლაინ ტრენინგები ციფრული უფლებებისა და ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

01.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

სამუშაო შეხვედრა ციფრული უფლებებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ

21.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024