სამუშაო შეხვედრა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად საქართველოს საჭიროებებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესახებ

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 ნოემბერი 2022

2022 წლის 22 ნოემბერს, IDFI-მ გამართა სამუშაო შეხვედრა - ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: საქართველოს საჭიროებები და საერთაშორისო კარგი პრაქტიკა. ღონისძიება ეხებოდა საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობას: მთავარ საჭიროებებსა და გაუმჯობესების პერსპექტივებს თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე. კერძოდ, IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საჯარო/ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის/გამოკითხვის მიხედვით საქართველოს შედეგებზე, გამოკვეთილ მიღწევებსა და საჭიროებებზე. აქცენტი გაკეთდა თუ რა ესაჭიროება ქვეყანას აღნიშნულ გამოკითხვებში შედეგების გასაუმჯობესებლად: კანონმდებლობის გაუმჯობესება, ცალკეული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თუ მონაცემების უფრო დეტალური ფორმით გამოქვეყნება. 

 

IDFI-ის ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა მიმოიხილა მსგავსი კვლევების საფუძველზე გამოკვეთილი კარგი პრაქტიკები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოსთვის ცალკეულ საკითხებზე მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. დავითმა, ასე მიმოიხილა საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ევროკავშირის მთავარი დირექტივა - ღია მონაცემების დირექტივა: დირექტივის მთავარი პრინციპები და მოთხოვნები. აღნიშნული დირექტივის გათვალისწინება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროსტანდარტებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით. 

 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლის დროსაც დამსწრეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების წასახალისებლად.

 

სხვადასხვა ინიციატივებთან ერთად, დასახელდა შემდეგი საჭიროებები: კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო უწყებების საჭიროებების კვლევა/შეფასება მონაცემების ღია ფორმატში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამოყენების თვალსაზრისით, მონაცემების გამოყენებით საინტერესო აპლიკაციების/სერვისების შექმნის წახალისება, მონაცემთა წიგნიერებაზე ორიენტირებული აქტივობები, საჯარო სექტორის მხარდაჭერა / შესაძლებლობების გაძლიერება მონაცემების განკარგვისა და დამუშავების კუთხით. 


ღონისძიება გაიმართა პროექტის - ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support) მიერ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024