ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 ივნისი 2022

  

 

პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS)
სრული ბიუჯეტი: 22.619 ევრო
ხანგრძლივობა: I ივნისი - 30 ნოემბერი, 2022 წელი

 

პროექტისა და აქტივობების მოკლე აღწერა:

 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საქართველომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებები აჩვენებს, რომ ქვეყანას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება ესაჭიროება.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების გაუმჯობესების ადვოკატირებას, მრავალმხრივი დიალოგისა და ქართველი საჯარო მოხელეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. გარდა ამისა, ამ საკითხზე საზოგადოების მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, IDFI ხელს შეუწყობს ღია მონაცემების გამოყენებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

 

პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

I ეტაპი. მოსამზადებელი ეტაპი - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI დაგეგმავს/შეიმუშავებს ყველა ორგანიზაციულ თუ მეთოდოლოგიურ დოკუმენტს/საკითხს, რომელიც პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დროულად და ხარისხიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

II ეტაპი. შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების ადვოკატირებისთვის - საკითხის ადვოკატირების მიზნით, IDFI გამართავს შეხვედრას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დაწესებულებების, ჟურნალისტების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნება არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროების განხილვას.

 

III ეტაპი. ანალიზის მომზადება და გავრცელება - საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით ძირითადი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ხარვეზების/საჭიროებების წარმოჩენის მიზნით, IDFI მოამზადებს ორ დოკუმენტს. ანალიზი საერთაშორისო რეიტინგებსა და ანგარიშებს დაეყრდნობა. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ მონაცემთა გლობალური ბარომეტრის შედეგებზე გაკეთდება.

 

IV ეტაპი. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება - ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში არსებული საკითხების უკეთ ადვოკატირების, ასევესაჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით, IDFI მოაწყობს ორ სამუშაო შეხვედრას. სამუშაო შეხვედრებზე საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ძირითადი საჭიროებები და კონკრეტული ხარვეზები იქნება წარმოდგენილი.

 

V ეტაპი. ღია მონაცემების კონკურსი - ღია მონაცემების გამოყენების წახალისების მიზნით, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული, IDFI გამართავს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს - #Data4Change.

 

პტოექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024