ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 სექტემბერი 2020

1  სექტემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ.

 

„მოხარული ვართ, რომ წილად გვერგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უდიდესი მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის დაფასება მისი მემორიალური ალბომის გამოცემით. კარგად ნაცნობი და საინტერესო დეტალებისა გარდა, ალბომი შედგება მდიდარი საარქივო მასალით. აქ არის დოკუმენტები აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდიდან. ალბომში სრულად არის შესული საქართველოს შსს არქივის მასალა, რომელიც ასახავს 1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილის დაპატიმრებას, მისგან ამოღებულ ნივთებს, დაკითხვის ოქმს და სხვა დოკუმენტებს.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

მემორიალური ალბომის ავტორებმა, ანტონ ვაჭარაძემ და ირაკლი მახარაძემ XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ ისაუბრეს.

 

ბენია ჩხიკვიშვილი 1900-იანი წლებიდან სათავეში ედგა რევოლუციურ გამოსვლებს, იყო თვითაღიარებული "გურიის რესპუბლიკის" პრეზიდენტი, შემდეგ წლები გაატარა გადასახლებაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, იყო სოხუმში მთავრობის წარმომადგენელი, თბილისის მერი, წარგზავნილი იყო ბათუმში ბრიტანული მისიის გასვლის დროს და სათავეში ედგა აჭარის საქართველოსთვის გადმობარების პროცესს. ქვეყნის დატოვების შემდეგ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლევილის მამულის შესყიდვის თაობაზე. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში დაბრუნდა, რის გამოც ბოლშევიკებმა დააკავეს. 1924 წლის 1 სექტემბერს, აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად ის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა.

 

მემორიალური ალბომის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

პრეზენტაციის ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024