ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 სექტემბერი 2020

1  სექტემბერსინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ.

 

მოხარული ვართ, რომ წილად გვერგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უდიდესი მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის დაფასება მისი მემორიალური ალბომის გამოცემით. კარგად ნაცნობი და საინტერესო დეტალებისა გარდა, ალბომი შედგება მდიდარი საარქივო მასალით. აქ არის დოკუმენტები აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდიდან. ალბომში სრულად არის შესული საქართველოს შსს არქივის მასალა, რომელიც ასახავს 1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილის დაპატიმრებას, მისგან ამოღებულ ნივთებს, დაკითხვის ოქმს და სხვა დოკუმენტებს.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

მემორიალური ალბომის ავტორებმა, ანტონ ვაჭარაძემ და ირაკლი მახარაძემ XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ ისაუბრეს.

 

ბენია ჩხიკვიშვილი 1900-იანი წლებიდან სათავეში ედგა რევოლუციურ გამოსვლებს, იყო თვითაღიარებული "გურიის რესპუბლიკის" პრეზიდენტი, შემდეგ წლები გაატარა გადასახლებაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, იყო სოხუმში მთავრობის წარმომადგენელი, თბილისის მერი, წარგზავნილი იყო ბათუმში ბრიტანული მისიის გასვლის დროს და სათავეში ედგა აჭარის საქართველოსთვის გადმობარების პროცესს. ქვეყნის დატოვების შემდეგ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლევილის მამულის შესყიდვის თაობაზე. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში დაბრუნდა, რის გამოც ბოლშევიკებმა დააკავეს. 1924 წლის 1 სექტემბერს, აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად ის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა.

 

მემორიალური ალბომის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

პრეზენტაციის ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024