თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიებმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცეს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 31 აგვისტო 2020

26 და 31 აგვისტოს, შესაბამისად, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ადგილობრივი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება IDFI-სთან თანამშრომლობით განხორციელდა USAID/GGI-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ ფარგლებში. სტრატეგიული დოკუმენტების მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.


მერიების სამოქმედო გეგმები 2021 – 2022 წლებისთვისაა გაწერილი და რვა ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:


-  გამჭვირვალობა
- მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება
- ადამიანური რესურსების მართვა
- ეთიკა და კორუფციული რისკების შემცირება
- სახელმწიფო შესყიდვები
- ნებართვები
- შიდა აუდიტი
- მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები


პირველ ეტაპზე, სტრატეგიული დოკუმენტების მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავების მიზნით მუნიციპალიტეტების მერიებში IDFI-სთან თანამშრომლობით განხორციელდა ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. სიტუაციური ანალიზი მომზადდა მერიის თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. ანგარიშის შემუშავების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი არსებული ანტიკორუფციული საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები; საქართველოსთან მიმართებით არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები - OECD-ACN/GRECO-ს მონიტორინგის ანგარიშები და მათი ზოგადი სტანდარტები. აქცენტი გაკეთდა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იყო რელევანტური.


შემდგომ ეტაპზე, სიტუაციური ანალიზის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზებისა და იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიის საფუძველზე კი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა სტრატეგიის განხორციელების ორწლიანი სამოქმედო გეგმა.


სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო ფართო საზოგადოების ჩართულობა. თავდაპირველად, სიტუაციური ანალიზის მომზადების პროცესში გაიმართა ფოკუს ჯგუფები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შემდგომში კი, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საჯარო კონსულტაციები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ლაგოდეხის/თელავის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიების განხილვა, შესაბამისად, ლაგოდეხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თელავის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებთან.


ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მერიაში შექმნილია მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვას და მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ დოკუმენტების განახლებას.

დოკუმენტები:


თელავის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსიდნისიერების სტრატეგია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსიდნისიერების სტრატეგია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024