ჰააგაში OGP-ის წევრი ქვეყნების ექსპერტთა ვორქშოფი მიმდინარეობს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობის პარტნიორობა | სტატია 3 სექტემბერი 2014

პარტნიორობა ღია მართველობის (OGP) სამომავლო გეგმებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაატიურებაზე მსჯელობენ OGP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ვორქშოფზე, რომელიც ჰააგაში 2 სექტემბერს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება.

შეხვედრა ორგანიზებულია OGP-ის სამოქალაქო სექტორის მმართველი კომიტეტის მიერ და მასში მონაწილეობას იღებენ OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, მექსიკიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, ინდონეზიიდან, კენიიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

შეხვედრაზე საქართველოს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი წარმოადგენს.

ჰააგაში გამართული ვორქშოფის მიზანია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ გააძლიერონ ქვეყნის რეფორმების, სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და მონიტორინგი. შეხვედრის მონაწილენი მსჯელობენ რა მიმართულებით უნდა გაუმჯობესდეს OGP-ის წევრ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა. ასევე, განიხილება ის ეფექტური მექანიზმები, რომლებიც ღია მმართველობის განსავითარებლად მმართველი კომიტეტის წევრ ქვეყნებში სამოქალაქო ორგანიზაციებმა შეიძლება გამოიყენონ.

საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად მიმდინარე წელს აირჩიეს. ქვეყანამ პარტნიორობის ფარგლებში უკვე მეორე, 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში 16-მა საჯარო უწყებამ 26 ვალდებულება უნდა შეასრულოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

5G ტექნოლოგია, რუსული დეზინფორმაცია და კორონავირუსი

27.05.2020

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი

26.05.2020

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

23.05.2020
განცხადებები

პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს კანონპროექტს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

29.05.2020

IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება

20.05.2020

IDFI-ის განცხადებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტება მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ

15.05.2020

პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

02.05.2020
ბლოგპოსტები

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ

04.05.2020

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის მიმოხილვა

03.05.2020