თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 აპრილი 2015

2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ. უწყებას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გასცეს ჩვენი წერილით # OPD05/14-005 მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისამდე თანამდებობის პირებსა (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები; უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები; ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ და სხვა (სულ 11 მოთხოვნა).

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ მოთხოვნით IDFI–მ ჯერ კიდევ წინა წლის მაისს მიმართა. მიუხედავად ამისა დღემდე ვერ მოხერხდა მოთხოვნილ ინფორმაციის მიღება. თავდაპირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უპასუხოდ დატოვა ჩვენი მოთხოვნა. ამის შემდეგ უმოქმედობა გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით, ხოლო როდესაც არც აღნიშნულს მოყვა რაიმე შედეგი IDFI–მ საკუთარი უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამრთლომ ჩვენი სარჩელი 9 თებერვალს დააკმაყოფილა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხოლოდ აპრილის დასაწყისში ჩაგვბარდა.

 

საკუთარ გადაწყვეტილებაში სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის ჩანაწერზე, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს, რომ საქართველოს ყოველი მოქალქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. სასამართლო ასევე მითითებას აკეთებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 28–ე მუხლზე, რომლიც იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების გაცემასთან დაკავშირებით მსჯელობისას, სასამართლო უპირველესყოვლისა მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც პერონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან ინდეტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამის შემდეგ სასამართლო მსჯელობისას მითითებას აკეთებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლზე, რომელიც ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა პერსონალურ მონაცემთა გარდა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ქმედება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის სახით. ის ვალდებული იყო, რომ კონკრეტული სახის ინფორმაცია დაემუშავებინა განცხადებაში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და მიეწოდებინა იგი მოსარჩელისთვის.

 

 

როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო გადაწყვტილების თანახმად საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საკუთარი ვალდებულების შესრულებისა და ინფორმაციის სრულყოფილი სახით მოწოდებისთვის განესაზღვრა ვადა 1 თვის სახით. ვიმედოვნებთ, რომ ადმინისტრაციული ორგანო გაიზიარებს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას, გაითვალისწინებს აღნიშნულ ინფორმაციაზე არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროულად მოგვაწვდის ჩვენი 2014 წლის 13 მაისის განცხადებით მოთხოვნილ ინფორმაციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023