სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 21 ოქტომბერი 2015

ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2014 წლის 13 მაისს მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მოითხოვა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები თანამდებობის პირებსა (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით, ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები, უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ და სხვა (სულ 11 მოთხოვნა). სამწუხაროდ ჩვენს წერილს არ მოჰყოლია რაიმე ქმედების განხორციელბა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად უწყების უმოქმედობა გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (შემდგომში სამინისტრო).

 


მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ სამინისტრომ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი და დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოეწოდებინა ჩვენთვის 2014 წლის 13 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განაგრძობდა კანონმდებლობის დარღვევას და უარს აცხადებდა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებაზე. შესაბამისად IDFI-მ საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 


2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით. სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ის პუნქტები, რომლებიც შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უნდა გაეცა, მხოლოდ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე ე.ი. მათი დაშტრიხვის გზით. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით აკისრია, შესაბამისად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებული იყო კონკრეტული სახის ინფორმაცია დაემუშავებინა განცხადებაში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და მიეწოდებინა იგი მომთხოვნი პირისათვის.

 


მიუხედავად ზემოაღნიშნულისა სამწუხაროდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა კვალავაც არ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში მსვლელობის პერიოდში ლიკვიდირდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ხოლო მისი უფლებამონაცვლე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გახდა. შესაბამისად დავაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სწორედ სამინისტრომ ჩაანაცვლა. აღნიშნული ცვლილების განხორცილების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე დათანხმდა ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემას და სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ჩანიშნულ სხდომაზე სამინისტრომ დეტალური სახით მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში უარს აცხადებდა.

 თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომელბზე გაცემული პრემიები და დანამატები

 თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯები

ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების დიპლომები

ბალანსზე რიცხული ავტომობილები

წარმომადგენლობითი ხარჯები

ჩანაცვლებული ავტომობილები

გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები

აღნიშნული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ისეთი ქმედითი მექანიზმის შემქნის აუცილებლობას, რომელიც დააწესებს მეტ გარანტიას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მინიმუმამდე დაიყვანს ისეთ შემთხვევებს როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ხდება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება. სწორედ გადაწყვეტილებათა მიღების სწრაფი და მათი აღსრულების ეფექტური მექანიზმით უნდა იყოს აღჭურვილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი, რომლის შექმნის ინიციატივაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული IDFI-ის მიერ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024