ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

სიახლეები 5 ივნისი 2014

5 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და გადასახადის გადამხდელთა კავშირმა სასტუმრო ვერე პალასში გამართა მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იყო სახელმწიფო საწარმოების მიმართ არსებული ფინანსურ-სამართლებრივი რეგულაციები და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან დაკავშირებით.


შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის ექსპერტების მოხსენებებს. გიგლა მიქაუტაძემ, გადასახადის გადამხდელთა კავშირის წარმომადგენელმა ისაუბრა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობაზე და პროექტის გუნდს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რაც თითოეულ ქვეყანაში წარიმართა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სახლემწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გასხვისების კუთხით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის იურისტმა, თათია ელიაძემ ისაუბრა სახელმწიფო საწარმოების საფინანსო-სამართლებრივ რეგულირებაზე, სადაც შეაჯამა დღესდღეისობით ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები პრივატიზაციის პროცესში და მონაწილეებს გააცნო სხვა ქვეყნების მაგალითი. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. დისკუსია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს რამდენად ეფექტურია შპს-ების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და რას მოიტანს ეს ცვლილება გარდა გამჭვირვალობისა.

 

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა“- ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “საჯაროპოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024