სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოების მიმართ არსებული პოლიტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები 2 ივნისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გადასახადის გადამხდელთა კავშირთან ერთად ახორციელებს პროექტს „სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა“. პროექტის ფარგლებში მომზადდა წინამდებარე სტატია ბალტიისპირეთის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოების მიმართ არსებული პოლიტიკის შესახებ. ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით პროექტის ექსპერტებმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს:

 

  1. მთავრობის მინიმალური როლი საბაზრო ეკონომიკაში - როგორც აუცილებლობა,რათა მთავრობამ, ჩაურევლობის გზით, უზრუნველყოს კერძო სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის, დამოუკიდებელი განვითარებისთვის საჭირო გარემო. როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითიდან იკვეთება, უშუალოდ სოფლის მეურნეობის კუთხით, ამ ჭრილში მნიშვნელოვანია რამდენიმე აუცილებელი წინაპირობის შექმნა: საკუთრების დაცვა, სახელმწიფო აქტივების გასხვისების მარტივი და გამჭვირვალე მექანიზმები, ჯანსაღი კონკურენტული გარემო, სექტორის განვითარების მიზანმიმართული პოლიტიკა და წესები.  
  2. მყისიერიმოქმედება - როგორც სოფლის მეურნეობის წარმატებული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი -ბალტიისპირეთის ქვეყნების რეალობამ აჩვენა,რომ მსოფლის მეურნეობის პროფილის საწარმოების განკერძოება-გასხვისების პროცესი შესაძლოა აღმოჩნდეს მტკივნეული და შოკურიც კი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში წარმატების ხაზი სწორედ გარდაქმნის სისწრაფეზე გადის და ეს კარგად ჩანს ესტონეთის მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქვეყანაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა არა იმდენად მიწის ან სახელმწიფო საწარმოების გასხვისების კუთხით, არამედ გადამამუშავებელი დარგის განვითარების მიმართულებით, რომელიც დროში შედარებით გაიწელა ინვესტიციების სიმწირის გამო, შემდგომმა პერიოდმა აჩვენა, რომ კერძო საკუთრებას ალტერნატივა არ აქვს და ადრე თუ გვიან ის დადებით შედეგს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.
  3. მიწის პრივატიზაცია - როგორც პროცესი,რომელმაც დროის მოკლე ვადაში უზრუნველყო სამივე ქვეყანაში კოოპერატივების ჩამოყალიბება და მიწების გამსხვილება. აღსანიშნავია, რომ ამ წარმატების მიღწევის მთავარისაფუძველი, გარდა პრივატიზაციის პროცესისა, იყო მიწის რეფორმის კუთხით გატარებული ღონისძიებების პაკეტი. მათ შორის, გაკოტრების კანონმდებლობის დახვეწა და გამარტივება. გაკოტრების გაადვილებულმა პროცესმა უზრუნველყო გაკოტრებული საწარმოების ხელში არსებული  აქტივების სწრაფი გასხვისება და კოოპერატივების გამსხვილება. 
  4. პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობა და სიმარტივე - სამივე ქვეყანაში მიწისა და სხვა სახის სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესი იყო დაყვანილი მარტივი პროცედურების დონეზე და რაც მთავარია,უაღრესადგამჭვირვალე. გარკვეული უპირატესობა ენიჭებოდათ კოოპერატივებს და ფერმერულ გაერთიანებებს.
  5. გარდაქმნისპოლიტიკური ფასი - მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ პოლიტიკურად არაპოპულარული გადაწყვეტილება საკმაოდ ერთსულოვნად მიიღო და წარმატებით განახორციელა, საყოველთაო პრივატიზაციის და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში უშუალო ჩაურევლობის მკაფიო პოლიტიკას, ბუნებრივია, ჰქონდა თავისი პოლიტიკური ფასიც. ცვლილებებმა საწყის ეტაპზევე შედეგად მოიტანა გაზრდილი სტრუქტურული უმუშევრობა და სოფლიდან ხალხის გადინება. თუმცა ურბანიზაციის და მასების უკმაყოფილებას ხელი არ შეუშლია არც ერთი ბალტიისპირული ქვეყნისთვისუკან დაეხიათ აუცილებელი გარდაქმნისგან, რამაც, ქვეყნის სოფლის მეურნეობის და ზოგადად ეკონომიკისგანვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და საბოლოოდ ევროკავშირთან ბალტიისპირეთის ქვეყნების დაახლოვების ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

/public/upload/posts/Policy towards SOEs in Baltic States.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024