ფარული მიყურადება საქართველოში: 2015-2016

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანგარიში 7 აპრილი 2016

ანგარიშში განხილულია 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მარტამდე საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოვლენები. ესენია: ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს აღორძინება 2016 წლის მარტში, ორგასაღებიანი სისტემის პირველი შედეგები და ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლი, ასევე, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

 

მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ათასობით უკანონო ჩანაწერი გამოვლინდა, ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირება პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.


ამ პროცესში მთავარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სამართალდამცავი ორგანოების სატელეკომუნიკაციო მონაცემებთან პირდაპირი წვდომის შეზღუდვის საკითხმა. ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და პარლამენტის წევრთა ნაწილი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამგვარი წვდომის შეზღუდვას. მეორეს მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის წევრთა ნაწილი ითხოვდა პირდაპირი წვდომის შეზღუდვას.

 

მრავალი დისკუსიის, საბოლოო ვადების გადაწევის, ოთხი სხვადასხვა კანონპროექტისა და ორი საპრეზიდენტო ვეტოს შემდეგ პარლამენტმა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მიიღო. ახალი კანონის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეინარჩუნა პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, თუმცა მიყურადების განსახორციელებლად იგი ვალდებული გახდა სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ ასევე მოეპოვებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა.


კამპანია „ეს შენ გეხება“-მ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღების შემდეგაც განაგრძო პირდაპირი წვდომის შეზღუდვის ადვოკატირება და, ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა ეგრეთ წოდებული „ორგასაღებიანი“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს დაეკისრა ვალდებულება შეამოწმოს სასამართლოს (ან, გადაუდებელ შემთხვევებში, პროკურატურის) მიერ მიყურადებაზე გაცემული ნებართვის კანონიერი აღსრულება.


2016 წლის 14 მარტს, პირადი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ფარული ჩანაწერის გავრცელებისა და საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, კვლავ გახდა საჭირო კამპანია „ეს შენ გეხება“-ს აღდგენა. ასევე განახლდა დისკუსია პარლამენტს, სამართალდამცავ ორგანოებსა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორს შორის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრების შესახებ.


მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლო 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული პროაქტიულად აქვეყნებს მიყურადებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. ეს ვალდებულება წარმოადგენდა IDFI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციას. ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ვალდებულების აღება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და უნიკალურ შემთხვევად აღიარა.

 

 

/public/upload/Meri/Surveillance-Report-06-04-2016-t.i.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024