IDFI - ის კვლევა ‘’ფარული მიყურადება საქართველოში 2015-2016’’ - მედია გაშუქება

სიახლეები | IDFI მედიაში 10 აპრილი 2016

IDFI-ის კვლევა ‘’ფარული მიყურადება საქართველოში 2015-2016’’ - მედია გაშუქება


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 7 აპრილს გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებულ ძირითად მოვლენებს განიხილავს. კვლევაში საუბარია, როგორც ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერებსა და ორგასაღებიანი სისტემის პირველ შედეგებზე, ასევე კამპანია ‘’ეს შენ გეხება’’-სა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლზე პრობლემის მოგვარებაში.


ტელეკომპანია იმედი აღნიშნული კვლევით დაინტერესდა და მას ქრონიკის რამდენიმე გამოშვებაში სიუჟეტი მიუძღვნა. ტელეკომპანიასთან საუბრისას IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ „ამ კონკრეტული საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის პროგრესი. პირიქით, საუბარია ჩანაწერების ქვეყნიდან გატანაზე, რომელსაც უცხოურ საიტებზე გამოქვეყნებული მასალები ნათლად ადასტურებს.“


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა კურიერში გასულ რეპორტაჟში , გიორგი კლდიაშვილი ასევე საუბრობს ფარული მიყურადების საკითხის აქტუალობაზე და იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დღეს საქართველოში ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრა.


ფარული მიყურადების შესახებ კვლევით ბეჭდური მედიაც დაინტერესდა. გაზეთი ალია მოკლედ მიმოიხილავს კვლევის მნიშვნელოვან ასპექტებს და აჯამებს იმ ძირითად გზავნილებს, რომელთა შესახებაც საუბარია IDFI-ს ანგარიშში.


რადიო მაუწყებლები: პირველი რადიო, მაესტრო, რადიო ქალაქი და აფხაზეთის ხმა ასევე ეხმაურებიან ფარული მოსმენების შესახებ ანგარიშს.


გიორგი კლდიაშვილმა რადიო კომერსანტის ეთერში ვრცლად ისაუბრა IDFI-ს მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე. კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ IDFI უკვე მეორედ აქვეყნებს ფარული მოსმენების შესახებ კვლევას. იგი ასევე საუბრობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობაზე, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს ჯეროვანი ღონისძიებების გატარება და დანაშაულის სრულყოფილად გამოძიება.


მოამბის ეთერში ფარული ჩანაწერების პრობლემასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე ისაუბრა IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა გამოძიებაზე, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი უამრავ კითხვაზე.


ამავე საკითხს დაუთმო დრო ტელეკომპანია მაესტრომ გადაცემა კონტაქტში, სადაც წამყვანმა მოკლედ მიმოიხა კვლევის ძირითადი პუნქტები.


ფარული ჩანაწერების შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა გააშუქეს სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც: www.Interpressnews.ge, www.presa.ge , www.news.ge.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024