რეგიონული გაზეთები საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მოითხოვენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 მაისი 2010

2010 წლის 4 მაისს ინტერნეტ გამოცემა civil.ge-ს ინფორმაციით საქართველოს რეგიონალურმა პრესამ პროტესტი გამოხატა საჯარო ინფორმაციის მიღების შეზღუდვებთან დაკავშირებით:  რამდენიმე რეგიონული გაზეთი 3 მაისს, როდესაც მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღინიშნავს, ცარიელი მთავარი გვერდით დაიბეჭდა, სადაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: “მოგვეცით საჯარო ინფორმაცია”. 

16 რეგიონული გაზეთის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საქართველოში 2000 წლიდან შევიდა ძალაში.

განცხადებაში გაზეთები მოუწოდებენ პარლამენტს და პრეზიდენტს, რომ “ფასადური გამჭვირვალობის” ნაცვლად სახელმწიფო სტრუქტურების რეალური გამჭვირვალობა უზრუნველყონ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 3 მაისს ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჟურნალისტების სრული იგნორირების შემთხვევები”. ორგანიზაციის თქმით, თბილისის მერია “აბსოლუტურად უკანონო უარს ამბობს” საიას-თვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები “უფრო მეტად აღრმავებენ ინფორმაციის თავისუფლებისათვის დაწესებული ბარიერების სამარცხვინო პრაქტიკას”.

http://www.civil.ge/geo/article.php?id=22658

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024