IDFI-ის ადვოკატირების აქტივობები 2010 წელს

ადვოკატირება 28 აპრილი 2014

2010 წლის IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ადვოკატირების საქმიანობები დაკავშირებული იყო ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, ასევე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ელექტრონული მთავრობის მნიშვნელობასთან; ინსტიტუტის ექსპერტები საკუთარ მოსაზრებებსა და საკანონმდებლო წინადადებებს სთავაზობენ ხელისუფლებასა და ფართო საზოგადოებას.

 

საერთაშორისო კონფერენციის "ინფორმაციის თავისუფლება კავკასიის რეგიონში" (8-11 მაისი, 2009 წელი) ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) არსებული პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე და მათ გადასაჭრელად გამოკვეთეს ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ეფექტური ქსელის შექმნის აუცილებლობა. საუბარი შეეხო ასევე საერთო საბჭოთა წარსულის გავლენას წარმოდგენილ ქვეყნებში. მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეების უმეტესობამ დღესაც არ იცის, რომ არსებობს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ბევრი რეგიონალური საჯარო დაწესებულების წარმომადგენლისთვის არ არის ცნობილი მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

2009 წლის 18 ივნისს ნორვეგიაში ევროსაბჭოს 47 წევრიდან თორმეტმა ხელი მოაწერა ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის კონვენციას, რომელიც ადგენს სამართლებრივ ბაზისს და უზრუნველყოფს მინიმალურ სტანდარტებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის. მიუხედავად ხელშეკრულების მიმართ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების არსებობისა, ხელმომწერი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ მოცემული ხელშეკრულების რატიფიცირებას.

 

2010 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა მედია კლუბის პირველი შეხვედრა, რომლის დროსაც მედიის წარმომადგენლებს გააცვნეს პროექტის ძირითადი მიმართულებები. ამასთანავე, აღინიშნა, რომ რამდენადაც საჯარო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებამდე მედია საშუალებების პრეროგატივაა, საყურადღებოა მედია სექტორისგან მიღებული რეკომენდაციები, თუ რა სახის საჯარო ინფორმაცია არის საინტერესო და აქტუალური მედია წარმომადგენლებისთვის;

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლის განმავლობაში ორგანიზაციისთვის საკუთარი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების ადვოკატირების ძირითადი სტრატეგიებს წარმოადგენდა: 
o მოლაპარაკებები, კონსულტაციები და შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
o კონფერენციებისა და პრეზენტაციების გამართვა;
o განცხადებების გავრცელება და საკუთარი პოზიციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის;
o ქსელური კოალიციების ჩამოყალიბება;
o რეკომენდაციების შემუშავება და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის მიწოდება;
o კანონპროექტების ინიცირება;
o საინფორმაციო კამპანიების წარმოება და მხარდამჭერების მოპოვება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024